logo_geo
„ეს თაობა მოესწრება იმ დროს, როდესაც თბილისი ევროპის ისეთივე მარგალიტი გახდება, როგორიც პრაღა და ვენეციაა“
- +

9 თებერვალი. 2017. 13:44


 

2017 წლის 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა. ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა ისაუბრა.

 

„ვულოცავ ყველას ამ წარმატებას, მით უფრო მათ, ვინც მცირე წვლილიც კი შეიტანა ამ შედეგის მიღწევაში. ეს თაობა მოესწრება იმ დროს, როდესაც თბილისი ევროპის ისეთივე მარგალიტი გახდება, როგორიც პრაღა და ვენეციაა", - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.

 

მისივე თქმით, ვიზა-ლიბერალიზაცია ევროპასთან ახალი ურთიერთობების დასაწყისი იქნება, მაგრამ მოქალაქეების 50 %-სთვის, ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ეს შეღავათი ჯერ კიდევ გამოუყენებელი დარჩება.






 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი