logo_geo
როგორი უნდა იყოს ბავშვის დასვენება ზაფხულში, რათა ის ფიზიკურად და მორალურად სრულიად ჯანმრთელი იყოს
- +

23 მაისი. 2019. 01:38

 

 

ევგენი კომაროვსკი მთელ მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი ექიმი და თერაპევტია, რომელიც საკმაოდ ხშირად გვიზიარებს სასარგებლო რჩევებს. ამჯერად იგი იმაზე საუბრობს, როგორი უნდა იყოს ბავშვის დასვენება, რათა პატარა ჯანმრთელი იყოს, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად.

 

ექიმის თქმით, ბავშვმა უნდა დაისვენოს ხალხმრავლობისგან და ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან ურთიერთობისგან, ქალაქის ჰაერისგან, ქლორიანი წყლისგან და საყოფაცხოვრებო ქიმიკატებისგან.

 

პედიატრის თქმით, ზღვაზე დასვენებასა და ბავშვის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ერთმანეთთან კავშირი საერთოდ არ აქვს, ყველაფერი პირიქით არის. გარეთ კვება, გაცილებით უარესი საცხოვრებელი პირობები, ვიდრე საკუთარ სახლში, ათასობით ადამიანთან კონტაქტი და ურთიერთობა – ყოველივე ეს არა სასარგებლოდ, არამედ უარყოფითად ისახება თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე.

 

იდეალური დასვენება თითოეული ბავშვისთვის ასეთ  ი ა:

ზაფხული სოფელში, სუფთა ჰაერზე;

გასაბერი აუზი ჭის წყლით, ახლოს ბევრი ქვიშა სათამაშოდ;

ჩაცმის ფორმა – ტრუსით, ფეხშიშველი;

საპნის შეზღუდულად გამოყენება;

კვება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი თავად მოითხოვს.

 

ტალახში ამოთხვრილი ბავშვი, რომელიც წყლიდან სათამაშოდ პირდაპირ ქვიშაში გადადის, იკვებება სოფლის ჯანსაღი პროდუქტებით, სუნთქავს სუფთა ჰაერს და არ აქვს კონტაქტი ბევრ ადამიანთან 3-4 კვირის განმავლობაში, ბოლომდე იღდგენს იმუნიტეტს, რომელიც ქალაქში ცხოვრების შედეგად გვიზიანდება.

 

 

big_banner
არქივი