logo_geo
მიხეილ სააკაშვილი: ულვაშების და ტაშ-ფანდურის დრო წავიდა. ახლა ბლანჟეს და მარიხუანას დროა
- +

10 თებერვალი. 2017. 01:03


 

ქართველები ულვაშებიანი ხალხი იყო რომელმაც ტაშ-ფანდურის მეტი არაფერი იცოდა, ჩემი მოსვლის შემდეგ კი ულვაშიც გაიპარსეს და თან ისეთი რაღაცეები ვაკეთე ქვეყანაში, ქართველებს უკვე აღარც ეტაშებათ და აღარც ეფანდურებათ!


მიხეილ სააკაშვილი განრისხებულია! როგორც ექს-პრეზიდენტმა განაცხადა მას სათანადო პატივს არსად არ სცემენ, განსაკუთრებით კი საქართველოში. რაღა თქმა უნდა ამის გაგება და ჩვენი კორესპონდენტის ოდესას გამგზავრება ერთი იყო, მან მოინახულა პრეზიდენტი , თავიდან დაზაფრული მიხეილი კარს არ გვიღებდა, თუმცა ეშმაკობა ვიხმარეთ და მოვატყუეთ, რომ  მეგი გოცირიძის მეგობრები ვესტუმრეთ. ამის შემდეგ ექს-პრეზიდენტმა კარი ფართოდ გამოაღო და ჯანმრთელი, განსრულებული ღაჟღაჟა სახე გვიჩვენა. მას შემდეგ კი დაიწყო ინტერვიუს ჩაწერა რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ:

 

 - გავიგეთ რომ განრისხებული ხართ ქართველობაზე. მაინც რამ გამოიწვია ეს და რას მოიყვანთ არგუმენტად თქვენი სიმართლის დასამტკიცებლად?

 

 - ქართველები არასაკმარის პატივს მცემთ, მე ვარ დაუფასებელი ადამიანი, რომელსაც მოვლა და მზრუნველობა სჭირდება. სანამ მე პრეზიდენტი გავხდებოდი, ქართველები ულვაშებიანი ხალხი იყო რომელმაც ტაშ-ფანდურის მეტი არაფერი იცოდა, ჩემი მოსვლის შემდეგ კი ულვაშიც გაიპარსეს და თან ისეთი რაღაცეები ვაკეთე ქვეყანაში, ქართველებს უკვე აღარც ეტაშებათ და აღარც ეფანდურებათ!

 

- ანუ, თქვენ მიგაჩნიათ, ქართველები რომ აღარ ტაშ-ფანდურობენ, ამის გამო უნდა დაგაფასონ?

 

- მხოლოდ ამის გამო არა. მე მანამდეც ბევრი დამსახურება მიმიძღოდა ქართველი ერის წინაშე.


- მაგალითად რა?

 

- მე ვასწავლე ქართველობას საით იყო ევროპა, მე მოვიგე დიდგორის ბრძოლა და მე სამწუხაროდ დავმარცხდი კრწანისში, თუმცა რიყე ხომ მაინც აღვაშენე? და საერთოდ, თქვენი აზრით ქრისტიანობა ვინ გაავრცელა ურჯულო, კერპთაყვანისმცემელ საქართველოში? რაღა თქმა უნდა მე. გარდა ამისა მე ქართველებს ვასწავლე როგორ ამოიცნონ მატყუარა და სიმართლის მთქმელი. სწორედ ამიტომ დავიწყე ტყუილების ლაპარაკი, რომ ხალხისთვის დამენახვებინა, რა მწარეა ტყუილი და  მესწავლებინა მათთვის მტრის და მოყვარის გარჩევა, თუმცა არასწორად გამიგეს.


- და თქვენი აზრით, თქვენს არყოფნაში რა ბედი ელით ქართველებს?

 

- განა არ აკვირდებით, რომ ქართველებმა უკვე დაიწყეს ულვაშების ზრდა... 

 

- ანუ, თქვენი აზრით, ქართველების მტავარი პრობლემა ულვაშებია. მაშინ, აბა, რა უნდა გააკეთონ ქართველებმა იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარების სწორ გზას დაადგეს?


- ბლანჟე უნდა მოუშვას ყველამ. ჰო, და კიდევ მარიხუანას წევა უნდა დაიწყოს ყველამ ქალიან კაციანად! რაღა დროს ულვაშები და ტაშ-ფანდურია? კაცობრიობის განვითარების ეს ეტაპი უკვე ბლანჟეს და მარიხუანას მოითხოვს! მე ამის შესახებ დაწერილიც მაქვს ჩემი საკუთარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა და საქართევლოში დაბრუნებისთანავე დავიწყებ მის განხორციელებას.

 

- თქვენ ფიქრობთ რომ დაბრუნდებით საქართველოში?

 

- რა თქმა უნდა, მე ჩემს უპირველეს მისიად მიმაჩნია, დავბრუნდე ბედკრულ სამშობლოში და ულვაშების მასობრივი პარსვა ჩავუტარო ერს. მე დავბრუნდები და ჩემს მელიასთან ერთად ვმართავთ მთელ ქვეყანას... მელია და ბაჭია ჰეჰე...


ექს-პრეზიდენტის ეს ბოლო წამოძახილი რას ნიშნავდა, კარგად ვერ გავიგეთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საკაშვილის სამყოფელში ჩვენი შესვლისას იქიდან ზურაბ ჯაფარიძე გამოვიდე და თან სააკაშვილს ეუბნებოდა - „მეგის გეფიცები, მიშა, ძალიან მაგარია, ჩემი საკუთარი ქოთნისააო" - უკვე რაღაცეებს ნათელი ეფინება. ხოლო თუ რა ვილაპარაკეთ მე და მიშამ ამის მერე, ბოდიშით, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ... კი გვაფრთხილებდა ზურა - „იცოდეთ, ოთხკაციანიაო"... ჰოდა, აჰა...



http://bstv.ge/read/1107

 

 

 

წყარო: bstv.ge

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი