logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: მულტფილმი „საზამთრო“ მიყვარდა, სანამ არ გავიგე, რომ...
- +

13 თებერვალი. 2017. 02:01




განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ეკა ხოფერიას თოქ-შოუში საყვარელ მულტფილმებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვობაში მისი საყვარელი ანიმაციური ფილმი „ხელმარჯვე ოსტატი" იყო.

 

 „ძალიან მიყვარდა „ხელმარჯვე ოსტატი", რომელიც ჩემი ბავშვობისდროინდელი მულტფილმი იყო.

 

„საზამთრო" თვითონ მულტფილმი მიყვარდა, სანამ არ გავიგე, რომ კომუნისტური პარტიის დაკვეთით შემუშავდა ეს მულტფილმი, რათა კახელები დაერწმუნებინა, რომ ვენახს სჯობდა საზამთრო. ღამე რომ ცხოვრობს, ლოთი რომ არის, მსუქანი და დღე-ღამეში რომ გაცვალა, ის არის მევენახე. ეუბნებიან, რომ აი, ნახე რა ცუდი ტიპია. მესაზამთროე პავლე მოკლედ, მაგარი კაი ტიპია. მესიჯებიც კი, მაგარითად 12 ქორწილს გადაიხდისო. ანუ ეუბნებიან, რომ უფრო მომგებიანია საზამთრო, ვიდრე 1 ქორწილს თუ გადაგიხდის ვენახი, ეს 12 ქორწილს გადაგიხდის. ცოტა კი მეწყინა ეს ამბავი რომ გავიგე",-განაცხადა ჯეჯელავამ.


 

big_banner
არქივი