logo_geo
„გავრცელებული ჩანაწერების შინაარსი და გავრცელების პრაქტიკა ჰგავს „ნაცმოძრაობის“ ხელწერას“
- +

17 თებერვალი. 2017. 11:18



პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გავრცელებული ჩანაწერის შინაარსი „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას ჰგავს. მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა" სასამართლოს შესაძლებლობას არ აძლევს, მშვიდად იმუშაოს.


„პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვან საქმეზე სასამართლოს არ ეძლევა შესაძლებლობა, მშვიდად იმუშაოს. „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებები ქმნის უარყოფით ფონს, რომ მოსამართლეებმა გადაწყვეტილების მიღება მშვიდად ვერ მოახერხონ.

 

გავრცელებული ჩანაწერების შინაარსი და წერილების გაგზავნის პრაქტიკა ნამდვილად ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას და ყველას ლეგიტიმურად უჩნდება კითხვა, პირველ რიგში, მათ ინტერესებში ხომ არ შედის მოსამართლეებზე ზეწოლა?" - აღნიშნავს მათიკაშვილი.


როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, აუცილებელია ასეთი შემთხვევებისგან მოქალაქეების, განსაკუთრებით კი, მოსამართლეების დაცვა. მისივე თქმით, თუ დადასტურდება, რომ მოსამართლეებზე, ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეზე, მართლაც ხორციელდებოდა ზეწოლა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს.


„ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავს, რომ მსგავსი შემთხვევები არ დაფიქსირდეს, დაიცვას მოქალაქეები, განსაკუთრებით კი, მოსამართლეები, თუმცა ყოველთვის რთულია განსაზღვრო, რა მეთოდი შეიძლება გამოიყენოს ოპონენტმა, განსაკუთრებით კი „ნაციონალურმა მოძრაობამ" სახელმწიფოს წინააღმდეგ.

 

თუ დადასტურდება, რომ რეალურად კონკრეტული პირი ორ მოსამართლეზე ზეწოლას გეგმავდა და ახორციელებდა კიდეც, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

 

თუმცა, ისიც ფაქტია, რომ რევანშისტული მოწოდებები „ნაციონალურ მოძრაობას" არაერთხელ გაუჟღერებია - არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ უკანონი გზითა და ყველა ბერკეტის გამოყენებით ხელისუფლებაში დაბრუნება სცადოს. სწორედ ისე, როგორც წლების განმავლობაში მართავდნენ ხელისუფლებას მოქრთამვის, შანტაჟისა და დაშინების პრაქტიკით, თუმცა მიუხედავად მთელი ამ კამპანიისა, სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე კიდევ ერთხელ დადგება და ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი