logo_geo
მეუფე დიმიტრი: მამა გიორგის რომ შევხვდები მაქვს კითხვები და ალბათ, გასცემს ამ კითხვებს პასუხს
- +

23 თებერვალი. 2017. 23:39




ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის თავმჯდომარე მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი) „გურია ნიუსთან" ექსკლუზიური ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის უცნობია მიზეზი, თუ რატომ არ მოხდა პატრიარქის და დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შეხვედრა. მეუფე ამბობს, რომ ინფორმაციას პრესიდან იღებს და გამოძიების დასრულებას ელოდება:


მეუფე დიმიტრი: იცით, რომ ოცი დღით ვახლდი პატრიარქს გერმანიაში და ბათუმში  ერთი დღით ჩამოვედი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ახლა ვბრუნდები სპატრიარქოში. მეც ვიცოდი, რომ მამა გიორგის პატრიარქი უნდა შეხვედროდა, თუმცა, შემდეგ უარი ეთქვა. ამის მიზეზი არ ვიცი. ჩავალ და გავარკვევ.


- თქვენ აპირებთ პირადად შეხვდეთ მამა გიორგის?


- არა, რადგან სამართალდმაცავებმა გვითხრეს, რომ უსაფრთხოების მიზინით  ჯობია თავი შევიკაოთ.


- თუ მას  შეხვედრის სურვილი აქვს, რა უსაფრთხოებაზეა საუბარი?


- მე მაქვს ინფორმაცია, რომ  ჰქონდა სურვილი პატრიარქთან  და სინოდის ზოგიერთ წევრთან შეხვედრის.  თუმცა, მე ამ სიაში არ ვყოფილვარ.


- რატომ? როგორც ცნობილია მამა გიორგი თქვენთან დაახლოებული პირი იყო...


- არ ვიცი, ვერ გეტყვით.


- მეუფეო, ბევრს საუბრობენ, რომ ეს თქვენს წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლაა. უფრო მეტიც, ამის შესახებ მეუფე პეტრემ საჯარო განცხადებებიც გააკეთა...


- არ ვიცი მეუფე პეტრეს რა ინფორმაციები აქვს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ. ეს არის საერთოდ ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული ერთგვარი კამპანია, ბრძოლა -  რაც გინდათ, ის დაარქვით.  მე  ერთი ნაწილი ვარ ამ ყველაფრის.


- ბრძოლა ვისგან გამომდინარეობს?


- არ ვიცი. მამა გიორგის რომ შევხვდები მე მაქვს კითხვები და ალბათ, გასცემს ამ კითხვებს პასუხს.


- როგორ ფიქრობთ, ამ დაწყებული ბრძოლის უკან შორენა თეთრუაშვილი დგას? მასთან თქვენც დაპირისპირება გაქვთ?


- მეეჭვება, რადგან შორენა თეთრუაშვილთან ასეთი შეხება არ მაქვს და  არც მაქვს არანაირი საფუძველი, ვიფიქრო, რომ ამ ყველაფრის უკან შორენა დგას.  მე ვფიქრობ,  მეუფე პერტე ცოტას ამეტებს და მინდა ვუთხრა, რომ ჩიტი ბრდღვნად არ ღირს, რადგან შექმენს რაღაც ხატი.


-  შორენა თეთრუაშვილი ჩიტია?


- დაახლოებით კი, იმიტომ რომ ის  40 წელია პატრიარქის მდივანია. კარგად თუ ცუდად პატრიარქს გვერდში უდგას მთელი ამ ხნის მანძილზე. პატრიარქი თავად წყვეტს ვინ იქნება მისი მდივან-რეფერენტი და თანაშემწე. პატრიარქობის პირველ 7 თუ 8 წელს სხვა იყო და მას შემდეგ შორენაა. პატრიარქი თუ ორგულობას შეამჩნევდა მას, მერწმუნეთ, რომ ამასაც არ გააჩერებდა. რახან უწმინდესს აქვს სურვილი, რომ იყოს მის გვერდით, ვფიქრობ,  მეუფე პეტრეს არანაირი უფლება არა აქვს უკარნახოს, ვინ დაიყენოს გვერდში და ვინ იყოს მისი თანაშემწე.


-მეუფეო, როგორ ფიქრობთ, არის ეს ბრძოლა ცოცხალი პატრიარქის სკამისთვის იმ ფონზე, როცა წლებია საუბრობენ, რომ თქვენ ხართ მემკვიდრე... ამავე დროს, თქვენს მიმართ საზოგადოების ნდობაც მაღალია...


- მინდა გითხრათ  ის რასაც წლების განმავლობაში ვეუბნები იმ ადამიანებს, რომლებიც  ზოგი მაამებულარ და ზოგიც სხვადასხვა მიზეზით ცდილობს მასიამოვნოს  და მინდა ეს თქვენი გამოცემის საშუალებითაც  ვუთხრა ყველას - მერწმუნეთ, როცა პატრიარქი ცოცხალი და ჯანმრთელია დიდი უზნეობაა ამაზე ფიქრიც კი. არაცმთუ რაღაცეებზე ოცნება.  მე ამის არანაირი ამბიცია არ გამაჩნია.  პატრიარქთან სისხლით ნათესაობა მაკავშირებს. ის არის ეპოქალური პიროვნება და აბსოლუტურად საკმარისი ერთ ეპოქაში  ერთი პიროვნება ერთი გვარის.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი