logo_geo
გიორგი ვოლსკი: ბიუჯეტი ორიენტირებული გახდა იმ მოთხოვნებზე, რაც საზოგადოებას გააჩნია
- +

11 ნოემბერი. 2019. 14:00

 

„პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიღებულია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირის“ რეპორტაჟში ისაუბრა.

 

„პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიღებულია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, სამეურნეო ნაწილი რომ გავაანალიზოთ, მნიშვნელოვანი იყო მიწის კანონის მიღება. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რასაც ახლა ვაკეთებთ - დაკანონების პროცესის სწრაფად განვითარება. ქვეყანამ კიდევ უფრო გაიმაგრა პოზიციები საერთაშორისო მასშტაბით. პროგრესი იგრძნობა ჩვენს ბიუჯეტშიც, რადგან ბიუჯეტი ორიენტირებული გახდა იმ მოთხოვნებზე, რაც საზოგადოებას გააჩნია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი