logo_geo
ზურაბ ხონელიძე: დღეს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დგას იდენტობის საკითხი
- +

10 თებერვალი. 2020. 13:44

 

 

„უნივერსიტეტში ჩვენ შევქმენით კურსი საუნივერსიტეტო დიპლომატიისა. ვქმნით სამაგისტრო სამენოვან პროგრამას, რომელიც აკრედიტაციის პროცესშია“, - ამის შესახებ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორმა, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ ხონელიძემ „TV პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

 

„უნივერსიტეტში ჩვენ შევქმენით კურსი საუნივერსიტეტო დიპლომატიისა. ვქმნით სამაგისტრო სამენოვან პროგრამას, რომელიც აკრედიტაციის პროცესშია. პროგრამა დაინერგება არამხოლოდ ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. მე მომეცა შესაძლებლობა და სისტემატიურ რეჟიმში ვმუშაობ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებთან და  ელჩებთან ერთად. არ მახსოვს ერთი შემთხვევაც კი, რაიმე გაურკვევლობასთან ყოფილიყო დაკავშირებული. მქონდა შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნებში. ამასთანავე, ისრაელში, თურქეთში და ეს იდეა გახდა ცნობილი აფხაზებისა და ოსებისთვისაც. მათი გამოხმაურება არის ფრთხილი. ისინი არ არიან თავისუფალი მოქმედებებში. ახალ ფორმას აღიქვამენ, როგორც მათი ჩაკეტილი სივრცის გაფართოების სამოქმედო არეალის გაზრდის და მათი ადაპტირების შესაძლებლობად ცივილურ სამყაროსთან. ჩვენ უნდა შევუძღვეთ მათ ევროპაში, მაგრამ მანამდე უნდა მოხდეს რეინტეგრაცია ქართულ სივრცეში. თითოეული მათგანი გამოდის საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე. დღეს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დგას იდენტობის საკითხი“, - განაცხადა ხონელიძემ.

 

 

big_banner
არქივი