logo_geo
გოგა ხაინდრავა: „ნაცმოძრაობისთვის“ საქართველო ქვების გროვაა
- +

9 ოქტომბერი. 2020. 23:36

 

 

„მაგათთვის [„ნაციონალური მოძრაობისთვის“] საქართველო ქვების გროვაა. როგორც წესი ოქროს ქვების გროვაა, იმიტომ რომ ეს წაიღეს აქედან“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ   გადაცემაში „კვირის პოსტი“ განაცხადა. ამ კონტექსტში მან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანზე, დავით კეზერაშვილზე ისაუბრა. 

 

„ე.ი., ადამიანი, რომელსაც თავის ცხოვრებაში არსად უმუშავია და და პირველად სააკაშვილის ხელისუფლებაში მოხვდა სამსახურში, სადაც ბევრ ფულს შოულობდა, მერე გახდა მილიარდერი. მილიარდ ორასი მილიონი, კეზერაშვილი, თანაც ამ დროს თავდაცვის მინისტრი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე. ეგეთი რამე არ ხდება საერთოდ ისტორიაში. აღმოჩნდა მილიარდერი- მილიარდ ორასი მილიონი აღმოუჩინეს ოფშერულ ზონებში. საიდან არის ეს ფული? მაგათთვის ეს გროვა იყო, და მეტი არაფერი. ეს არის მათი მენტალობა.

 

დავით გარეჯი არაფერს არ ნიშნავს ასევე შაშკინისთვის, ქვების გროვაა“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი