logo_geo
ჯარჯი წიკლაური: მელაშვილმა ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანოდ, ათეულობით რუკიდან მხოლოდ ის დაიწუნა, რომლითაც დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაზეა
- +

18 ოქტომბერი. 2020. 21:54

 

 

საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში კომისია იყენებდა ათეულობით სხვადასხვა რუკას.

 

რატომღაც ივერი მელაშვილმა ხარვეზი აღმოუჩინა მხოლოდ იმ რუკას, სადაც დავითგარეჯის ძეგლები საქართველოს ფარგლებშია, ხოლო ყველა სხვა რუკა, სადაც ძეგლები აზერბაიჯანის მხარეს არის მოქცეული, მელაშვილის მტკიცებით, უნაკლოა“, - განუცხადა გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა  „კვირის პალიტრას“ დავით გარეჯის საქმეზე საუბრისას.

 

 

ერთი წუთით დავუშვათ, რომ მართლაც ასეა და ტექნიკური წუნი აქვს 1938 წლის რუკას.

 

ეს რას ცვლის?! დავითგარეჯის დასაცავად მელაშვილი კი არა, კომისიის ნებისმიერი წევრი ვალდებული იყო, ყველა შესაძლებელი და შეუძლებელი მეთოდით ემტკიცებინა, რომ გარეჯი საქართველოა!

 

ბატონმა მელაშვილმა კი, ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანოდ, ათეულობით რუკიდან მხოლოდ ის დაიწუნა, რომლითაც დავითგარეჯამ საქართველოს ტერიტორიაზეა.

 

 

კომისიას ეს (1938 წლის) რუკა არ განუხილავს და არ შეუფასებია.

 

 

მხოლოდ ილიჩოვამ და მელაშვილმა განიხილეს კომისიის წევრებისგან მალულად და საქმიანობის არცერთ ეტაპზე ის კომისიისთვის არ წარუდგენიათ“, - განაცხადა პროკურორმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი