logo_geo
გოგა ხაინდრავა: შიზოფრენიკის ნავში სხედან. თუ ვინმეა სააკაშვილის შნირი, სწორედ ეგენი არიან
- +

9 ნოემბერი. 2020. 23:54

 

 

„ბევრჯერ მითქვამს, რომ მადლობა ღმერთს, ასეთ დროს რომ აშშ-ის ელჩი ასეთი ქალი გვყავს. ყველა მისი ნაბიჯი, სიტყვა გამოზომილია. დიდი გამოცდილების მქონეა; ომიც უნახავს, უბედურებაც, გაჭირვებაც. სხვადასხვა ქვეყნებში უმუშავია და დღეს აქ არის“, - ეს განცხადება რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „POSTV“-ის ეთერში გააკეთა.

 

„გუშინ გაკეთდა განცხადება, ღამის პირველ საათზე განცხადება, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები, ვინ უნდა ყოფილიყვნენ ახლა დიღმის სანახებში გასულები, ბუნებრივია, ვისთვისაც გაკეთდა და რას გულისხმობდნენ. პირდაპირ არ ეუბნებოდნენ. ახლა დაიწყეს პირდაპირ საუბარი, რომ აზრზე მოდითო. მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ იმ შიზოფრენიკის ნავში სხედან, თუ ვინმეა სააკაშვილის შნირი, სწორედ ეგენი არიან - რასაც ეუბნება, იმას აკეთებენ. ესაა სტოკჰოლმის სინდრომი -  მწამებელი წამებულის კერპი ხდება. სხვანაირად ამას ვერ ახსნი, აბა რა უნდა იქ? რა უნდათ, თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ?“ - განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი