logo_geo
დათო როსტიაშვილი: გივი ბერიკაშვილმა თავისი ძეგლი სიცოცხლეშივე დაიდგა!
- +

14 აპრილი. 2017. 01:08


 

„ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, გეტყვით, რომ საქართველოსთვის გივი ბერიკაშვილი ადამიანი-ლეგენდა იყო, რომელმაც თავისი ძეგლი სიცოცხლეშივე დაიდგა", - განუცხადა „რეპორტიორს" მსახიობმა დათო როსტიაშვილმა გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე, სადაც მან მსახიობის ხსოვნას პატივი მიაგო.


„ის ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო... ჩემი უფროსი მეგობარი, ძმაკაცი, ჩათვალეთ, რომ მამა იყო ჩემთვის. ძალიან რთულია ილაპარაკო წარსულში ისეთ ადამიანზე, როგორიც გივი ბერიკაშვილია. მან ძალიან დიდი სახელი, კაცობა და ამაგი დატოვა. ვფიქრობ, ჩვენი თაობა, ის თაობაა, რომელმაც ხელში აყვანილი უნდა ატაროს მისი დატოვებული საქმე", - აღნიშნა დათო როსტომაშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი