logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: „ლოკდაუნის“ შემოღება ჩვენი ქვეყნისთვის პრაქტიკულად მომაკვდინებელია
- +

25 მარტი. 2021. 22:49

 

 

 

„ქვეყანას არსებობისა და განვითარებისთვის სჭირდება უფრო მეტი თავისუფალი ცხოვრება. მეტი შეზღუდვისა და „ლოკდაუნის“ შემოღება ჩვენი ქვეყნისთვის პრაქტიკულად მომაკვდინებელია“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

 

„მაშინ როდესაც, მოლოდინი გვქონდა, რომ ჩვენი 75 000 ადამიანიდან დაახლოებით 60% მაინც აიცრებოდა. სამწუხაროდ ჯერ ჩანს, რომ 10%-საც ვერ მივაღწიეთ.

ჩვენს კოლეგებს და ზოგადად, სამედიცინო პერსონალს შეიძლება უფრო მეტი კრიტიკული კითხვა ჰქონდეს, რადგან როდესაც უფრო მეტი იცი, უფრო მეტად მშიშარა ხარ ამ თვალსაზრისით და როცა ნაკლები გაქვს ინფორმაცია, შეიძლება უფრო გულადი და თამამი გახდე.

ამიტომ ჩვენ მეტი ახსნა-განმარტებები გვჭირდება“,- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში.

 

 

big_banner
არქივი