logo_geo
ხათუნა ხოფერია: არც მე გავთხოვილვარ, არც მას მოუყვანია ცოლი - ალბათ, როცა დრო მოვა, მე მასთან ვიქნები
- +

26 მარტი. 2021. 01:38

 

 

„მადლობა ჩემ მეუღლეს, რომ იმ პერიოდში ძალიან მედგა გვერდში. თუმც, მერე მოგვიწია დაშორება და დავშორდით ერთმანეთს 18-წლიანი თანაცხორების შემდეგ“, - ამის შესახებ  პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ განაცხადა გადაცემა „სხვა რაკურსში“ სტუმრობისას, წამყვანის შეკითხვაზე - „როგორ ათავსებდით პოლიტიკას და პირადს“.

 

„აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა სხვა ღირებულებები, რომლითაც უნდოდა ცხოვრების გაგრძელება. ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ძალიან დავშორდით ერთმანეთს; მან იცხოვრა თავისი ცხოვრებით და 57 წლის ასაკში წავიდა.

დავკრძალეთ თავისი შვილების სახლიდან და რა თქმა უნდა, ჭირისუფალი ვიყავი მე. არც მე გავთხოვილვარ, არც მას მოუყვანია ცოლი, არც ჯვარი აგვიყრია... ალბათ, როცა მოვა დრო, ვიქნები მასთან ერთად“, - განაცხადა ხოფერიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი