logo_geo
რუსკა ქარქაშაძე: პოპულარობამ ბავშვობა წამართვა
- +

21 აპრილი. 2021. 12:36

 

 

„ზაფხული იყო, ძალიან ცხელოდა და ძალიან ბევრს ვმუშაობდი, ამ დროს გავიგე, რომ ჩემი და-ძმა წავიდნენ დასასვენებლად, მე რომ მათთან ვერ ვიყავი, ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა“, -  ამის შესახებ მსახიობმა და ტელეწამყვანმა, რუსკა ქარქაშაძემ გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ განაცხადა.

 

„დიახ, პოპულარობამ ბავშვობა წამართვა. 13 წლიდან, როდესაც დამეწყო აქტიური გადაღებები, ალბათ ჩემი ყოველდღიურობა ძალიან განსხვავდებოდა ჩემი თანატოლების ყოველდღიურობისგან. მახსოვს ერთი მომენტი, გადაღებაზე ვიყავი, ზაფხული იყო, ძალიან ცხელოდა და ვიყავი 13-14 წლის, უცბად გავიგე, რომ ჩემი და-ძმა და მეგობრები წავიდნენ დასასვენებლად და ძალიან ერთობოდნენ, მე რომ მათთან ერთად ვერ ვიყავი, ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. ასეთი მომენტები ბევრი იყო. მე ალბათ სხვანაირად უნდა გამეტარებინა ის პერიოდი, და ამ დროს გადაღებებში და მუშაობაში ვატარებდი“, - ამბობს რუსკა ქარქაშაძე.

 

 

 

big_banner
არქივი