logo_geo
ჯემალ ღაღანიძე: გაისამდე მაინც ვიცოცხლებ! მინდა, 85 წლისა შევსრულდე!
- +

28 აპრილი. 2017. 15:35



რუსთაველის თეატრის მსახიობ ჯემალ ღაღანიძეს 21 აპრილს 84 წელი შეუსრულდა. „არაფერი დამიშავებია ქვეყანაზე ისეთი, რომ ღმერთმა კიდევ ცოტა ხანს არ მაცოცხლოს", - განაცხადა მსახიობმა ჯემალ ღაღანიძემ ჟურნალ „სარკესთან" საუბრისას.

 

„84 წელი - ეს ციფრები არ მაშინებს, ოპტიმისტი კაცი ვარ, ვფიქრობ იმაზე, რომ კიდევ რამდენიმე წელი ვიცხოვრებ. 80 წლის შემდეგ ადამიანი უფლის წყალობით ცხოვრობს. არაფერი დამიშავებია ქვეყანაზე ისეთი, რომ ღმერთმა კიდევ ცოტა ხანს არ მაცოცხლოს. გაისამდე მაინც ვიცოცხლებ! მინდა, 85 წლისა შევსრულდე. წელს დაბადების დღე ვერ გადავიხადე, გივი ბერიკაშვილის იმქვეყნად წასვლამ გული მატკინა და ამის ხალისი არ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს თეატრთან ერთად მსოფლიო მაქვს მოვლილი, ჩემს დაბადების დღეზე ყოველთვის ისე ემთხვეოდა, რომ თბილისში ვიყავი. გამონაკლისი იყო 2 წლის წინ, ქუთაისში გვქონდა გასტროლები და ამ ქალაქმა ძალიან დიდი პატივი მცა, უამრავი საჩუქარი მივიღე. მიყვარს ჩემი დაბადების დღე. თქვენ კარგად იცით, რომ 60 წელია რუსთაველის თეატრის მსახიობი ვარ. ამჯერად რეპერტუარში ერთი სპექტაკლი მაქვს - „მოხუცი ჯამბაზები". მარინა ჯანაშია ძალიან მძიმედ არის, ღმერთმა ქნას, კარგად გახდეს და კიდევ ვითამაშოთ ეს სპექტაკლი", - აღნიშნა ჯემალ ღაღანიძემ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი