logo_geo
ნუცა ბუზალაძე: მე თუ კარგად ვცეკვავ, ეს ნიჭის დამსახურებაა!
- +

29 აპრილი. 2017. 13:15


 

„ზოგი შეიძლება მოცეკვავე იყოს, ზოგი - ტანმოვარჯიშე, ანუ შენზე რაღაცით წინ იყოს. იმის გამო, თუ რას იტყოდა ხალხი, საკუთარ სურვილზე უარს ვერ ვიტყოდი", - განაცხადა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ  ჟურნალ „სარკესთან" „ცეკვავენ ვარსკვლავებში" მეორედ მონაწილეობის შესახებ საუბრისას.


 „სოციალურ ქსელში, რა თქმა  უნდა, იყო აგრესიული კომენტარები. დაწერეს, ამხელა გამოცდილება აქვს, სხვებთან შედარებით მაღლა დგას და კიდევ ცეკვავსო. ამაზე პასუხი მაქვს: მეხუთე სეზონზე სამი ტური ლიდერი ვიყავი, არადა, მანამდე არასდროს მიცეკვია. ასე რომ, მე თუ კარგად ვცეკვავ, იმის ბრალი არ არის, რომ პროექტში გამოცდილება მაქვს მიღებული. ეს ნიჭის დამსახურებაა! პროექტში არიან ისეთი მონაწილეებიც, რომლებიც მოცეკვავეები არიან. მე კი არასდროს მიცეკვია! ზოგი შეიძლება მოცეკვავე იყოს, ზოგი - ტანმოვარჯიშე, ანუ შენზე რაღაცით წინ იყოს. იმის გამო, თუ რას იტყოდა ხალხი, საკუთარ სურვილზე უარს ვერ ვიტყოდი. არასდროს ვკითხულობ კომენტარებს. გაბოროტებული ადამიანი რას დაწერს ჩემზე, არ მაინტერესებს", - განაცხადა ნუცა ბუზალაძემ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი