logo_geo
მამუკა არეშიძე: სამყაროს უბედურება სწორედ ის არის, რომ…
- +

2 მაისი. 2017. 19:46


 

 

„ევროპაში ტერაქტი რომ ხდება, ევროპელი საზოგადოება ორიოდე დღე ლაპარაკობს ამაზე, მერე კი ისევ აგრძელებს კამათს, სადმე ერთსქესიანთა ქორწინება უნდა დაუშვან თუ არა", -  განაცხადა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" საუბრისას.


„მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღეს  პოლიტიკოსები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც მასშტაბური საფრთხეებისა და გამოწვევების გაანალიზებას კი არ ცდილობენ, მეათეხარისხოვან საკითხებს წყვეტენ, მაგალითად, ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობა უნდა იყოს თუ არა და ა.შ. მსოფლიო ამ მდგომარეობაშია. ევროპაში ტერაქტი რომ ხდება, ევროპელი საზოგადოება ორიოდე დღე ლაპარაკობს ამაზე, მერე კი ისევ აგრძელებს კამათს, სადმე ერთსქესიანთა ქორწინება უნდა დაუშვან თუ არა. დღევანდელი სამყაროს უბედურება სწორედ ის არის, რომ პროცესების უმნიშვნელოვანეს გლობალურ საფრთხეებს ვერ ვხედავთ. არადა, მზარდი საფრთხეებისა და გამოწვევების რეჟიმში ვცხოვრობთ", - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი