logo_geo
ირაკლი გედენიძე: ირმა ნადირაშვილმა მითხრა - მიტინგებზე რომ დაეთრეოდი, აბა, რა გეგონაო?!
- +

4 მაისი. 2017. 13:24


„დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი დაპატიმრება 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოების გამო მოხდა, მაგრამ ნადირაშვილის ფრაზამ ამაში საბოლოოდ დამარწმუნა", - განაცხადა ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ „ფოტოგრაფების საქმეზე" გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას.


„როცა პატიმრობიდან გაგვათავისუფლეს, მოვინდომე, რომ ჩემი ნივთები დამებრუნებინა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ჩემს სამუშაო ოთახში ინახებოდა. მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ირმა ნადირაშვილი იყო და ნივთების დაბრუნებასთან დაკავშირებითაც მას ვეკონტაქტებოდი. მაწვალებდნენ, ნივთების დაბრუნებას მიგვიანებდნენ და ამის გამო ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის დროს ნადირაშვილს აღელვებულმა ვუსაყვედურე, მან კი მითხრა - მიტინგებზე რომ დაეთრეოდი, აბა, რა გეგონაო?! საუბრის დასასრულს, ტელეფონის გათიშვამდე, გაბრაზებულმა წამოისროლა ეს ფრაზა. შეიძლება ეგონა, რომ ტელეფონი გათიშული იყო და მე ვერ გავიგონებდი, ანდა სულაც უნდოდა, რომ გამეგონა და ამიტომაც თქვა. ისედაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი დაპატიმრება 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოების გამო მოხდა, მაგრამ ნადირაშვილის ფრაზამ ამაში საბოლოოდ დამარწმუნა!" - აღნიშნა ირაკლი გედენიძემ.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი