logo_geo
კობა ნარჩემაშვილი: ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა საყოველთაო სახალხო განხილვის პირველმა შეხვედრამ!
- +

5 მაისი. 2017. 17:13


 

„ქუთაისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არის კონიუნქტურული, ის ნაკარნახებია კონსტიტუციური პრინციპებისა და კონსტიტუციური ლოგიკის ჩარჩოებიდან გამომდინარე", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა კონსტიტუციის საყოველთაო განხილვის პირველი შეხვედრის შესახებ „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების" პირდაპირ ეთერში.

 

„ჩემთვის, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა საყოველთაო სახალხო განხილვის პირველმა შეხვედრამ, სადაც ადამიანების ძალიან დიდმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ მე არ მახსენდება საზოგადოების ასეთი ჩართულობით კონსტიტუციის პროექტის განხილვა. ყველაზე სერიოზული კრიტიკოსებიც კი ვერ იტყვიან იმას, რომ აქ არ იყო საწინააღმდეგო აზრი წარმოდგენილი. ქუთაისთან დაკავშირებულ საკითხს რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ ეს არ იყო ერთადერთი, იყო სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც საზოგადოების ძალიან სერიოზული და შინაარსიანი კითხვები, თუმცა, პირადად ჩემთან, შეუძლებელია,  მოსახლეობას ჰქონდეს პირადი ინტერესი, რადგან მე ვიყავი ერთ-ერთი კომისიის იმ 73 წევრთაგან, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობდნენ. გადაწყვეტილება არ არის კონიუნქტურული, ის ნაკარნახებია კონსტიტუციური პრინციპებისა და კონსტიტუციური ლოგიკის ჩარჩოებიდან გამომდინარე", - აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა.


 

big_banner
არქივი