logo_geo
დაჩი ცაგურია: სააკაშვილის სისასტიკეზე და მისი რეჟიმის მმართველობაზე, ფილმებს უნდა იღებდნენ, წიგნებს წერდნენ, სპექტაკლებს დგამდნენ!
- +

2 ნოემბერი. 2021. 15:33

 

ახლა რომ გრძელი ენა აქვს და მეორე საბანს, მესამე ბალიშს, ტელევიზორს და ზურგის მასაჟს ითხოვს, ახლახან კი საშხაპედან რომ დაუქნევია ხელი თავისი სექტის წამომადგენლებისთვის. მაგალითად, 2009 წლის 15 ივნისს რომ დამიჭირეს ნაცემი, ნაწამები, დალეწილი, ხერხემალდაზიანებული, რამდენიმე ადგილზე თავგატეხილი, ხელის მტევნები დამტვრეული ბეისბოლის ბიტით, ასეთ მდგომარეობაში შემაგდეს კამერაში და 30 დღე ისე ვეგდე იზოლატორში მარტო, მხოლოდ  ერთი ცალი პლედი მქონდა, ვირთხები თავზე მახტებოდნენ, ისე მოვიხადე ეს 30-დღიანი სასჯელი, რომ ერთხელაც არ მომცეს უფლება, ტანი დამებანა და ფრჩხილები დამეჭრა. ამ იზოლატორიდან გამოვდიოდი როგორც ველური“, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის” მგზავრთა გადაყვანის დირექტორმა დაჩი ცაგურიამ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

მანამდე მეგონა, რომ 30 დღე ადამიანი ტანს თუ არ დაიბანდა, თავს თუ არ მოიწესრიგებდა და კბილის ჯაგრისით არ ისარგებლებდა, მოკვდებოდა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ასე არ ყოფილა და გადავრჩი. ასეთ პირობებში იყვნენ პატიმრები და ამაზე უარესშიც. ახლა კონსილიუმები რომ აქვს ყოველდღე კამერაში და 20 ექიმი რომ შედის მოსაკითხად, ბოდიში და, როგორ მოშარდა, იმას რომ არკვევენ. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან, ჩემი მეგობარი გიორგი ალხაზიშვილი როდესაც დაიჭირეს, გლდანის ციხეში, საკანში ესმოდა, რომ ვიღაც სხვა პატიმარს სასტიკად სცემდნენ და აწამებდნენ. საკნიდან გიორგიმ კარზე დააბრახუნა და უთხრა - „დაანებეთ თავი, ნუ მოკლავთ, ცოდოა“. ამის გამო რა უქნეს, იცით? შევიდნენ კამერაში, გიორგი მიაბეს საწოლზე და  მის თანამესაკნეებს უთხრეს, ამის გამო თქვენ გცემთო და სასიკვდილოდ სცემეს ის პატიმრები, რომლებსაც ხმა არ ამოუღიათჩვენი დანაშაულია, რომ მათ დანაშაულებზე მხოლოდ ერთი ფილმია გადაღებული, გოგა ხაინდრავასი. სააკაშვილის სისასტიკეზე და მისი რეჟიმის მმართველობაზე, ვფიქრობ, ფილმებს უნდა იღებდნენ, წიგნებს წერდნენ, სპექტაკლებს დგამდნენ. იმ სისასტიკეზე, რაც ჩვენ და ჩვენს ქვეყანას გადახდა, შვილებს და შვილიშვილებს უნდა მოვუყვეთ ზუსტად ისე, როგორც გერმანიაში დღემდე ფაშიზმთან დაკავშირებით ხდება. რატომ არის გერმანია ასეთი კარგი ქვეყანა? იმიტომ, რომ სწორად გადააფასეს მათ ის რეჟიმი. ჩვენი ყველას დანაშაულია, მათ შორის ჩემიც, რომ სააკაშვილის მეფობის წლები სათანადოდ არ შეფასებულა.

 

საკმარისია, კობა დავითაშვილის მიმართ გამოჩენილი სისასტიკე გავიხსენოთ იმისთვის, რომ ყველანი დავრწმუნდეთ. საწყალი კობა, რომელიც აქციიდან წავიდა ელიავას ბაზრობაზე ტექნიკის მოსატანად, დღისით, მზისით, ხალხის თანდასწრებით, ცემა-ტყეპით ჩატენეს მანქანაში, წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით და რაღაცა პერიოდის შემდეგ, ეს ადამიანი აღმოჩნდა გორის ჰოსპიტალში ნაცემი, ნაწამები, უგონო მდგომარეობაშიოჯახმა ამის შესახებ არ იცოდა და ეუბნებოდნენ, რომ გარდაიცვალა. ყველას გვახსოვს ამ სისასტიკის შედეგი - ეტლში ჩასვეს ამხელა, ჯანმრთელი კაცისაბოლოო ჯამში, იმ დაზიანებების გამო კობა გარდაიცვალა“, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

 

ინტერვიუს სრულად ნახვა შეგიძლიათ გაზეთ „ქართული აზრის“ მე-13 ნომერში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი