logo_geo
ალექსი ვაჩაძე: ეს არ არის მიწისქვეშეთში გაკეთებული ჯადო ვაქცინები - ქვეყანაში გვაქვს მაღალი ტექნოლოგიებით შექმნილი ვაქცინები, რომლებიც სიცოცხლეს იცავენ
- +

5 ნოემბერი. 2021. 03:00

 

 

„აბსოლუტურად წარმოუდგენელია, ამ ქვეყანაში სიკვდილთან მიმართებაში რა თამაშს ვთამაშობთ“, – განაცხადა ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგმა, ალექსი ვაჩაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

 

„არის მომაკვდინებელი ვირუსი. მას შეუძლია, მოკლას ადამიანი და ხომ ვიცით, უკვე რამდენი ათასი ოჯახი გამწარდა მარტო ჩვენ, ქართულ რეალობაში?! იმ ფონზე, როდესაც გვაქვს ვაქცინა რომელიც ადამიანს რამდენიმე ჯეროვანი ერთეულით აცილებს სიკვდილს და დაავადების მძიმე განვითარებას, ვაქცინაციის ეს დუნე პროცესი და ეს რაღაც ავერსია ვაქცინაციის პროცესიდან, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. აბსოლუტურად წარმოუდგენელია, ამ ქვეყანაში რა თამაშს ვთამაშობთ სიკვდილთან მიმართებაში.

 

მგონია, რომ საჭიროა ამის მეტი პოპულარიზაცია და თქმა, რომ ეს არ არის სადღაც მიწისქვეშეთში გაკეთებული ჯადო ვაქცინები, რომელსაც უბრალოდ, ქარის მიმართულების მიხედვით ვენდობით. ეს არის მაღალი ტექნოლოგიებით შექმნილი ვაქცინები და მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ისინი ადამიანის სიცოცხლეს იცავს“, – განაცხადა ვაჩაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი