logo_geo
თამო ვაშალომიძეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს
- +

9 ნოემბერი. 2021. 15:58

 

 

მოდელმა თამო ვაშალომიძემ არაერთხელ დააანონსა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და აუცილებლად სჭირდება ქირურგიული ჩარევა. მისივე თქმით, ოპერაციის გაკეთებას გერმანიაში აპირებდა, თუმცა, ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი სჭირდება და ამის გამო, გადაიფიქრა. როგორია თამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის შესახებ მოდელი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ფეხის ტერფზე მაქვს პრობლემა - პოდაგრა და აუცილებლად მჭირდება ოპერაცია. იქიდან გამომდინარე, რომ შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი რთულია და გამიჭირდება ფეხსაცმლის ჩაცმა, დროებით გადავდე და თებერვალში ვაპირებ გაკეთებას. როგორც ვიცი, ოპერაცია, დაახლოებით, 4 საათი გაგრძელდება, რადგან საკმაოდ რთული შემთხვევაა, ორი თითის გარდა, ყველა აღსადგენია. მოსალოდნელი საფრთხის შესახებაც გამაფრთხილეს – ოპერაციის დროს შესაძლოა, 2 თითის მყესი დაზიანდეს და თითების მოხრა ვეღარ შევძლო. თუმცა, ქირურგიული ჩარევა გარდაუვალია, თავიდან ვგეგმავდი გერმანიაში გაკეთებას, მაგრამ იმის გამო, რომ რეაბილიტაციას დიდი დრო სჭირდება, გადავიფიქრე.“- განაცხადა თამო ვაშალომიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი