logo_geo
მაკა ძაგანია: უცხო გარემო იყო და მეც დავიწყე ტირილი
- +

9 ნოემბერი. 2021. 18:03

 

 

მსახიობი, მაკა ძაგანია ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში თავის ბავშვობას იხსენებს.

 

 

„ბაღის მოგონება მახსენდება მწარედ. მაშინ კომუნისტების დრო იყო და ბოლო წელს, სკოლაში მისვლამდე, ბაღში მიმიყვანეს. ჯგუფში რომ შევედი, ჩემ გარშემო ბავშვები ტიროდნენ, უცხო გარემო იყო და მეც დავიწყე ტირილი. პედაგოგმა თუ აღმზრდელმა, ზუსტად არ მახსოვს, მითხრა, გაჩერდი, თორემ ახლა თავში „პოლის ჯოხს“ ჩაგარტყამო. ამის მერე ვეღარ გამაჩერეს და ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი დღე ბაღში. დღემდე კადრივით მახსოვს, როგორ მეუბნებოდა ამას. ამ ამბავმა ისეთი გავლენა იქონია ჩემზე, უკვე დედა რომ გავხდი და ბავშვები ბაღში უნდა შემეყვანა, დიდხანს ვამოწმებდი, სად და ვისთან მიმყავდა.“- ამბობს მსახიობი.

 

 

 

big_banner
არქივი