logo_geo
რატომ დააჯარიმეს გიორგი უშიკიშვილი?
- +

9 ნოემბერი. 2021. 18:04

 

 

მომღერალი, გიორგი უშიკიშვილი, ჟურნალ „თბილისელებთან“ შვეიცარიაში მომხდარ კურიოზულ ისტორიას იხსენებს.

 

„შვეიცარიაში, ჟენევაში ვართ. სასტუმროში არ მიგვიყვანეს და სადაც განგვათავსეს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს სახლი ნაჩქარევად იყო აშენებული და „გიფსოკარდონის“ კედლები ჰქონდა. ღამეა. დაახლოებით 11 საათი. ტუალეტში გავედი. უკან რომ დავბრუნდი და დავწექი, 20 წუთში პოლიცია არ დაგვადგა?!

 

– აბა, რა ხდება, რაშია საქმე-მეთქი და პოლიციელი მეუბნება: ტუალეტი რატომ ჩარეცხეო. თავიდან ვიფიქრე, ვიღაცა მეკაიფება-მეთქი. თუმცა პოლიციელი ნამდვილად ტუალეტის ჩარეცხვის გამო იყო გამოძახებული. როგორც გაირკვა, იქ საღამოს 8 საათის შემდეგ ტუალეტის ჩარეცხვა არ შეიძლება, მეზობლები რომ ჩარეცხვის ხმამ არ შეაწუხოს. ამის გამო 150 ევროთი დაგვაჯარიმეს და ამის შემდეგ დილაობით ვისუფთავებდით კუჭს, რათა მეზობლების სიმშვიდე არ დაგვერღვია.“ - იხსენებს გიორგი უშიკიშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი