logo_geo
ოთარ ჩოკოშვილი: აუცილებლად დროულად ჩავიტაროთ კოვიდ -19-ის საწინააღმებო ვაქცინაცია!
- +

16 ნოემბერი. 2021. 12:32

 

 

მნიშვნელოვანია თქვენი რეკომენდაციები, როგორ დავიცვათ თავი კოვიდ19-სგან? - ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა ოთარ ჩოკოშვილმა გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში ისაუბრა,

 

კოვიდ - 19 თავის დაცვას შეესაბამება რესპირატორული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების სწორად დაცვას. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ კოვიდ - 19-ის გავრცელება, აუცილებელია: გამოვიყენოთ პირბადე. უმჯობესია სამედიცინო პირბადე, რომელიც არის სამშრიანი. პირბადის გამოყენების შემდეგ იგი ფრთხილად უნდა მოვიხსნათ და გადავაგდოთ ნარჩენებში და დავიმუშაოთ ხელები. დავიცვათ პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა, ხელები ხშირად დავიბანოთ საპნით ან დავიმუშაოთ სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც შეიცავს მინიმუმ 70 % სპირტს ან სხვა სადეზინფექციო ნივთიერებას. დავიცვათ სოციალური დისტანცია 2 მეტრამდე. ხშირად გავანიავოთ შენობები, სადაც ადამიანები იკრიბებიან ან უზრუნველვჰყოთ გამწოვი ვენტილაცია. ყველა ადამიანმა, ვისაც აღენიშნება კოვიდის საეჭვო სიმპტომები, დროულად მიმართოს შესაბამის ლაბორატორიას გამოკვლევის ჩასატარებლად, რათა დროულად დაესვას დიაგნოზი და არ გაავრცელოს ინფექცია. აუცილებლად დროულად ჩავიტაროთ კოვიდ -19-ის საწინააღმებო ვაქცინაცია”, - განაცხადა ოთარ ჩოკოშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი