logo_geo
ირაკლი კობანხიძე: რაღაც თვითმიზანია სააკაშვილის ციხიდან გაყვანა
- +

17 ნოემბერი. 2021. 23:31

 

 

„ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა, უბრალოდ დააყენა ე.წ. მოთხოვნა გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ამით დაიწყო მან შიმშილობა. დღეს ის აცხადებს, რომ თუ გადაიყვანენ სამოქალაქო საავადმყოფოში, ეგრევე შეწყვეტს შიმშილობას. ანუ, მას პოლიტიკური მოთხოვნა აღარ აქვს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი შიმშილობას აღარ უკავშირებს რაიმე პოლიტიკურ მოთხოვნას.

 

„მან მოხსნა თავისი ულტიმატუმი თუ რაც არის, გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ერთადერთი რასაც ითხოვს, არის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, რაც აბსოლუტურად გაუგებარია. თან ამბობს, რომ როგორც კი გადავა სამოქალაქო საავადმყოფოში, მაშინვე შეწყვეტს შიმშილობას. მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ არავითარი განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება შიმშილობის შემდგომ პერიოდს. ეს არის მარტივად, დოზირებით საკვების მიღება და ანალიზები, რაც შეიძლება გაკეთდეს გლდანშიც“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მისივე თქმით, ერთადერთი საავადმყოფო, რომელსაც აქვს მოშიმშილე პატიმრის მკურნალობის გამოცდილება, სწორედ გლდანის ციხის საავადმყოფოა.

 

„ეს პროცესი გამოიარა 2000-ზე პატიმარმა გაიარა. ციხის გარეთ, ამის გამოცდილება არც ერთ საავადმყოფოს არა აქვს. აქედან რა ჩანს, რომ რაღაც თვითმიზანია სააკაშვილის ციხიდან გაყვანა“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი