logo_geo
ნოდარიკო ხუციშვილი: ცხოვრებაში ასეთი მომენტები არ მეორდება და სიზარმაცეს არ უნდა მისცე ნება, ეს შეგრძნებები წაგართვას
- +

23 ნოემბერი. 2021. 15:45

 

 

ნოდარიკო ხუციშვილი, რომელიც საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ, სიმღერით გაიცნო და შეიყვარა, მაყურებელს ახალი პროექტით „ცეკვავენ ვარსკვლავებით“ მოევლინა და მიუხედავად იმისა, რომ პროექტი პირველმა დატოვა, ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მიღებული გამოცდილებით კმაყოფილია და ცეკვებმა მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები დაუტოვა.

 

„ცეკვა ძალიან მიყვარს, მაგრამ როცა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა შემომთავაზეს, ცოტა დავფიქრდი. ერთია ცეკვისადმი სიყვარული და მეორე – სამეჯლისო ცეკვები, რომელიც სპორტის დონეზეა და მარტივი არ იქნებოდა მისთვის თავის გართმევა. არ მინდოდა, უპასუხისმგებლოდ მოვკიდებოდი ამ საქმეს, მაგრამ დავთანხმდი, რადგან თავგადასავლები ძალიან მიყვარს. მოგების ამბიცია ნამდვილად არ მქონია, უბრალოდ ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია, ადამიანი ერთხელ ცხოვრობ და რატომაც არა?! ცეკვა მიყვარს, მაგრამ არასდროს მისწავლია, რიტმს შეიძლება ავყვე, მაგრამ მხოლოდ ამით შემოვიფარგლებოდი. თუმცა, ცხოვრებაში ასეთი მომენტები არ მეორდება და სიზარმაცეს არ უნდა მისცე ნება, ეს შეგრძნებები წაგართვას. ეს პერიოდი ყოველთვის სასიამოვნოდ გამახსენდება და პროექტის დატოვებას ჩემში არანაირი ნეგატივი არ გამოუწვევია. პირიქით, ძალიან ვისიამოვნე და ახლა ჩემს ცხოვრებაში ახალი ფურცელი იწყება“, -  ამბობს ნოდარიკო ხუციშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი