logo_geo
არჩილ თალაკვაძე: იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთად დგომა და ძალისხმევა გამოიღებს შედეგს და უკრაინაში დაცული იქნება მშვიდობა
- +

16 თებერვალი. 2022. 18:20

 

 

„დღეს უკრაინის ერთიანობის დღეა, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია,“ - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ საერთაშორისო საზოგადოების, ჩვენი, ყველას ერთად დგომა და ძალისხმევა გამოიღებს შედეგს და უკრაინაში დაცული იქნება მშვიდობა, მოხდება დეესკალაცია და უკრაინა შეძლებს მშვიდობიანად განაგრძოს თავისი მომავლის შენება. რა თქმა უნდა ვითარება ძალიან დაძაბულია, საჭიროა ყურადღებით ყოფნა, ერთიანობა, გონივრული გადაწყვეტილებების მიღება ყველა დონეზე. მე ნამდვილად მაქვს იმედი, რომ ეს შედეგს გამოიღებს, მოხდება დეესკალაცია და ომისა თავიდან არიდება. ვინ თუ არა, საქართველომ ძალიან კარგად იცის ოკუპაცია, რომელსაც ახორციელებს რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი