logo_geo
ნიკა ჩხაიძე „კუკარაჩას“ როლზე
- +

25 მარტი. 2022. 00:50

 

 

2022 წელის რუსთავის თეატრი 55-ე, საიუბილეო წელს აღნიშნავს და მიმდინარე სეზონზე არაერთ პრემიერასთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. „კუკარაჩა“ რუსთავის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ სოსო ნემსაძის ახალი სპექტაკლია, სადაც მთავარ როლს ნიკა ჩხაიძე ასრულებს. რამდენიმე წელი ის სხვადასხვა თეატრში მიწვევით მუშაობდა, ახლა კი მეოთხე წელია, მსახიობი რუსთვის თეატრის შტატში ირიცხება.

 

„სპექტაკლზე მუშაობა დავიწყეთ და ვცდილობდით, განსხვავებული პერსონაჟი შეგვექმნა, როგორც ფილმისგან ასევე თემურ ჩხეიძის უმაგრესი სატელევიზიო სპექტაკლისგან, სადაც კუკარაჩას როლს გოგი ქავთარაძე ასრულებს. მგონი, ეს რაღაცნაირად შევძელით. თან, ნოდარ დუმბაძეს ისე აქვს „კუკარაჩას“ სახე შექმნილი, რომ საშუალებას გაძლევს, მრავალფეროვანი გახადო ეს ოდნავ თავხედი, გამოწვევების მიმღები, ბავშვური გულწრფელობით სავსე, ცოტა დაუფიქრებელი ადამიანი“, - ამბობს ნიკა ჩხაიძე გზასთან“ საუბრისას.

 

 

big_banner
არქივი