logo_geo
ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციის მიღმა იმოქმედა პრეზიდენტმა, მაშინ როდესაც პრეზიდენტი პირველ რიგში უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის გარანტი, რაც მოხდა, ძალიან სამწუხარო მოვლენაა
- +

25 მარტი. 2022. 00:30

 

 

კონსტიტუციის მიღმა იმოქმედა პრეზიდენტმა, მაშინ როდესაც პრეზიდენტი პირველ რიგში უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის გარანტი. რაც მოხდა, ძალიან სამწუხარო მოვლენაა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ჩამოყალიბებულია საპარლამენტო მმართველობის სისტემა, სადაც პრეზიდენტს მინიჭებული აქვს არსებითად ცერემონიული, სიმბოლური უფლებამოსილებები.

ჩვენთვის მთავარია, რომ კონსტიტუცია და წესები იყოს დაცული. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. ჩვენ ამ კუთხით ძალიან ნეგატიური ტენდენცია ვნახეთ და გვინდა, რომ ეს ტენდენცია შევაჩეროთ. ეს უკავშირდებოდა იგივე ვიზიტებს. იცით, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულია საპარლამენტო მმართველობის სისტემა, სადაც პრეზიდენტს მინიჭებული აქვს არსებითად ცერემონიული, სიმბოლური უფლებამოსილებები. საშინაო და საგარეო პოლიტიკას ამ სისტემაში მხოლოდ მთავრობა ახორციელებს. ეს არის მკაფიო ჩანაწერები, რომელიც გვაქვს კონსტიტუციაში. როდესაც პრეზიდენტს აქვს გარკვეული სურვილი, რომ ჩაერთოს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში, ამისთვის მას სჭირდება მთავრობის თანხმობა. ამის მიუხედავად თავად პრეზიდენტმა აღიარა, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია და შეფუთა ისე, რომ თითქოს, ეს იყო კერძო ვიზიტი იყო, რაც საერთოდ ღიმილის მომგვრელია. თუ შენ სტუმრობ პრეზიდენტებსა და თანამდებობის მაღალ პირებს, დროშის ფონზე იღებ ფოტოებს და გამოდიხარ საქართველოს სახელით, ამას უწოდო კერძო ვიზიტი, აბსოლუტურად არასერიოზულია. რეალურად დაირღვა კონსტიტუცია და ამას ყველა კვალიფიციური იურისტი აღიარებს. კონსტიტუციის მიღმა იმოქმედა პრეზიდენტმა, მაშინ როდესაც პრეზიდენტი პირველ რიგში უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის გარანტი. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რაც მოხდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მისივე თქმით, პრეზიდენტი უარს ამბობს ხოლმე ელჩების დანიშვნაზე. 

რაც შეეხება ელჩების საკითხს რაც ეხება, ყველამ იცის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკებში ელჩებს არსებითად ნიშნავს მთავრობა და ამ გადაწყვეტილებებს სიმბოლურად აფორმებს პრეზიდენტი ან მონარქი, სადაც საპარლამენტო მონარქიაა. აქაც ჩვენ ვიხილეთ ძალიან ნეგატიური ტენდენცია, როდესაც პრეზიდენტი უარს ამბობს ხოლმე ელჩების დანიშვნაზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირებდეს საკონსტიტუციო სისტემა. იგივე ეხებოდა უკრაინის ელჩის მოვალეობის დარბაზში შემოყვანას. პარლამენტში არის კონკრეტული პროტოკოლი და მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა ესწრებოდეს პარლამენტის სხდომას. ეს კონსტიტუციური გარანტიაა, რაც აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს. აქაც დაირღვა კონსტიტუცია და უხერხულობა შეიქმნა პირველ რიგში იმ ადამიანის მიმართ, რომელიც შემოიყვანა. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ ეს უხერხულობა მას არ შექმნოდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი საქმის კურსში არ აყენებს პარლამენტის თავმჯდომარეს, არღვევს კონსტიტუციას და მისი გვერდის ავლით შემოჰყავს კონკრეტული პირი სხდომათა დარბაზში, ცუდი ტენდენციის მაჩვენებელია. ჩვენ დროზე გვჭირდებოდა რეაგირება ამაზე, რომ უფრო ღრმა ტენდენციის სახე არ შეეძინა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი