logo_geo
მაია ტურიაშვილი: ზაზა რჩება უკრაინაში, არ აპირებს იქიდან წამოსვლას
- +

25 მარტი. 2022. 12:57

 

 

მსახიობი მაია ტურიაშვილი პოპულარული გახდა სერიალიდან „ყავა და ლუდი“, სადაც მთავარი გმირის - დეტექტივ კოკა ჯაფარიძის - ცოლის საინტერესო სახე შექმნა. სერიალის სცენარისტი და რეჟისორი მისი მეუღლე ზაზა ბუაძე გახლდათ, რომელმაც მაია პირველად საქართველოს ტელევიზიის საახალწლო ეთერში იხილა მსახიობ რეზო ჩხიკვიშვილთან დუეტის შესრულების დროს. მოხიბლულმა ახალგაზრდა რეჟისორმა დამწყებ მსახიობს თავის ფილმში როლი შესთავაზა და მათი სიყვარულის ამბავიც დაიწყო.

 

ზაზა ბუაძე 15 წელის სამუშაოდ უკრაინაშია წასული. ამ უკიდურესად მძიმე დღეებში უკრაინელი ხალხის გვერდით იმყოფება.

 

„ზაზა რჩება უკრაინაში, არ აპირებს იქიდან წამოსვლას. 15 წელია, რაც სამუშაოდ გაემგზავრა, ამ ხნის განმავლობაში ჩვენც ბევრჯერ ვიყავით მასთან ჩასულები. ეს წლები ასე ერთმანეთის მონატრებასა და ერთმანეთთან შეხვედრის სიხარულში გავიდა. ის იქ ძალიან დაფასებულია, ყოველთვის კარგად წერდა სცენარებს.

 

სულ ტელეფონს დავყურებ. ისიც რეკავს და ჩვენც ვურეკავთ, მაგრამ მუდმივად ხომ ვერ ვიქნებით კავშირზე. ღამე ცუდად მძინავს, წამთვლემს, გამეღვიძება, გავხსნი ტელეფონს, თუ „მესენჯერში“ მწვანე ანთია, ვმშვიდდები“, - ამბობს მაია ტურიაშვილი „სარკესთან“ საუბარში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი