logo_geo
ზაზა ბუაძე: დარწმუნებული ვარ, რომ კიევს ვერასოდეს აიღებენ
- +

25 მარტი. 2022. 15:00

 

 

რეჟისორი ზაზა ბუაძე 15 წელია სამუშაოდ უკრაინაშია წასული. ამ უკიდურესად მძიმე დღეებში უკრაინელი ხალხის გვერდით იმყოფება. ცოლ-შვილს შეძლებისდაგვარად ხშირად ეკონტაქტება. მის მეუღლეს, მაია ტურიაშვილს უძილო ღამეები უდგას, მუდმივად ტელეფონს დაჰყურებს. მეუღლის მესენჯერში მწვანედ აკიაფებულ წერტილს იმედი მოაქვს, რომ ზაზა უსაფრთხოდ არის.

 

„კიევში საგანგებო მდგომარეობაა, მოსახლეობისგან ძირითადად დაცლილია, გამაგრებულია. სამხედრო ნაწილები და ტექნიკა მობილიზებულია. უკრაინის ხელისუფლება ქალაქშია. იქ, სადაც მე ვცხოვრობ, დაახლოებით 10 კილომეტრის დაშორებით დგას რუსული არმია. მათ ვერ შეძლეს ქალაქის ბლოკადაში მოქცევა, მხოლოდ ერთი მხრიდან მოუახლოვდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ კიევს ვერასოდეს აიღებენ“, - ამბობს ზაზა ბუაძე „სარკესთან“ საუბარში.

 

რეჟისორს იმედი აქვს, რომ ომი მალე დამთავრდება. რუსეთი უკვე დამარცხდა, მაგრამ უკრაინას ჯერ არ გაუმარჯვია, მაგრამ გამარჯვების გზაზე დგას. ბევრი დაწერს ამ ომზე და ფილმებსაც გადაიღებენ. ზაზა თვლის, რომ საქართველოში დაბრუნება კი მისი მხრიდან იქნებოდა ყველას და ყველაფრის ღალატი, უპირველესად საკუთარი თავის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი