logo_geo
სოფო ბედია: 16 წლის ასაკში დანდალა ქალი ვიყავი...
- +

27 მაისი. 2017. 14:34


 

„უკვე წლებია, ზედმეტ კილოგრამებს ვებრძვი, რადგან ჭარბწონიანობისკენ მაქვს მიდრეკილება. გარდა ამისა, სხეულის ისეთი ფორმები მაქვს, ოდნავი მატებაც კი საგრძნობლად მეტყობა", -  განაცხადა მომღერალმა სოფო ბედიამ ჟურნალ „სარკესთან" საუბრისას.


„ზამთარში წონაში ვიმატებ, ამიტომ დიეტის დაცვა მჭირდება ხოლმე, თუმცა ვერ გეტყვით, რომ სასიკვდილო მეთოდებს მივმართავ. განტვირთვის დღეებს ვიწყობ, ცომეულსა და ტკბილეულს ვზღუდავ და ღამითაც არ ვჭამ. თუ საღამოს საათებში მომშივდება, ვცდილობ, ყავა დავლიო, სტაფილო, კიტრი ან ვაშლი ვჭამო, რაც დიეტის დროს, რეკომენდებული არ არის, მაგრამ ჩემზე ცუდად არ მოქმედებს. ამ მეთოდით ნელ-ნელა 5 კილოგრამი დავიკელი. როცა რამის ჩაცმა მინდა და ვეღარ ვიცვამ, ამაზე ნერვები მეშლება და ვითრგუნები. დიეტის შემდეგ კი, სასწორზე რომ ვდგები, ბედნიერი ვარ ხოლმე. უკვე წლებია, ზედმეტ კილოგრამებს ვებრძვი, რადგან ჭარბწონიანობისკენ მაქვს მიდრეკილება. გარდა ამისა, სხეულის ისეთი ფორმები მაქვს, ოდნავი მატებაც კი საგრძნობლად მეტყობა. წლების წინ 87 კილოგრამს ვიწონიდი. არც ისეთი მაღალი ვარ, რომ ზედმეტი კილოგრამები არ დამტყობოდა. 16 წლის ასაკში დანდალა ქალი ვიყავი, რაზეც გული მწყდება, რადგან იმ პერიოდში, როდესაც თინეიჯერები ჯინსებში დადიან, „დამა" ქალივით მეცვა, რომ ჩემი ქონები და ხორცები დამემალა", - აღნიშნა სოფო ბედიამ.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი