logo_geo
ირაკლი მაქაცარია: დარბაზში გაცილებით მეტი ბიჭი ვარჯიშობს, ვიდრე გოგო. პირიქით უნდა იყოს...
- +

27 მაისი. 2017. 17:26


 

„ქალს შინაგანი სექსუალურობა უნდა ჰქონდეს, რაც ვულგარულობაში არ უნდა აგვერიოს. ქალი ვულგარულია, როცა ის გამომწვევია, რაც შეიძლება ზედმეტმა მაკიაჟმა ან ქცევის მანერამ განსაზღვროს", - განაცხადა კინოპროდიუსერმა ირაკლი მაქაცარიამ ჟურნალ „სარკესთან" საუბრისას.


„ქართველებს იმდენად გემოვნებიანი ქალები გვყავს, ევროპაში ან სხვაგან შეიძლება ვერ ნახოთ. ადამიანი სამოსში თუ თავს კომფორტულად გრძნობს, მისგან ზუსტად ის ენერგეტიკა მოდის, რაც უნდა მოდიოდეს.  სექსუალურობას ჩაცმულობა არ განსაზღვრავს. მოკლე კაბა აცვია თუ გრძელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. გოგოს თვალებში რომ უყურებ და ესაუბრები, მისი სექსუალურობა იქიდან უნდა იგრძნო. უკრინაში ღამის კლუბებში გამომწვევად აცვიათ იმისთვის, რომ მამაკაცის ყურადღება მიიქციონ. იქ იმდენად დიდია კონკურენცია გოგოებს შორის, შეიძლება, თეძოებიდან ამოხტნენ. ჩვენს ქვეყანაში ეს ნაკლებად იგრძნობა და ძალიან მომწონს. 1000 გოგო რომ იდგეს ოთახში, კაცს ის მოეწონება, ვინც მისია.  ქალს შინაგანი სექსუალურობა უნდა ჰქონდეს, რაც ვულგარულობაში არ უნდა აგვერიოს. ქალი ვულგარულია, როცა ის გამომწვევია, რაც შეიძლება ზედმეტმა მაკიაჟმა ან ქცევის მანერამ განსაზღვროს. ქალში ბუნებრიობას ვაფასებ, თუმცა, თუ თვლის, რომ პლასტიკური ქირურგია სჭირდება, არც ამის წინააღმდეგი ვარ. ერთადერთი, რასაც ვისურვებ, არის ის, რომ სპორტით მეტად დაკავდნენ. სიგარეტი და არაჯანსაღი ცხოვრების წესი უფრო გავრცელებულია, ვიდრე სპორტდარბაზში სიარული ან სირბილი. დარბაზში გაცილებით მეტი ბიჭი ვარჯიშობს, ვიდრე გოგო. ეს ტენდენცია არ მომწონს, პირიქით უნდა იყოს", - აღნიშნა ირაკლი მაქაცარიამ.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი