logo_geo
მაგდა ვასაძე: სცენაზე რომ ვდგები, თავბრუ მეხვევა, ფეხები მიკანკალებს და ხანდახან ვერც კი ვსუნთქავ...
- +

27 მაისი. 2017. 17:46


 

პროექტ „იქს ფაქტორის" მონაწილე მაგდა ვასაძე საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ პროექტ „ახალი ხმიდან" გაიცნო. შემდეგ იყო ბენდი „გუფი ლენდი" , ახლა კი ძალების მოსინჯვა კონკურსში სცადა. „იქს ფაქტორში" მაგდა მომღერალ ლელა წურწუმიას გუნდის წევრია.

 

„მინდა, ხალხმა გამიხსენოს და ღონისძიებაზე მაგდა ვასაძეს ისე დაუძახონ, როგორც ცალკე ტიპს და არა - ბენდის წევრს", -  განაცხადა მაგდა ვასაძემ ჟურნალ „სარკესთან" საუბრისას.

„შეიძლება საზოგადოება რაღაც დოზით მიცნობდა, მაგრამ ბოლო პერიოდში საკუთარი ძალების წარმოჩენის საშუალება არ მქონდა. „გუფი ლენდის" ბენდის წევრი კი ვიყავი, მაგრამ იქ მთავარი ყოველთვის გუფი (მუსიკოსი გურამ მაკალათია) იყო. ამ პერიოდში ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ ჩემი ნიში დაკარგული მქონდა, რადგან არ ვასრულებდი იმას, რაც შემიძლია. ხალხი მსაყვედურობდა, რატომ არ ჩანხარო. ბენდში რომ ვმღეროდი, არ მქონდა იმის დრო, საკუთარ თავზე ცალკე მემუშავა, ამიტომ წამოვედი. ამას „იქს ფაქტორის" დაწყებაც დაემთხვა და გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. მინდა, ხალხმა გამიხსენოს და ღონისძიებაზე მაგდა ვასაძეს ისე დაუძახონ, როგორც ცალკე ტიპს და არა - ბენდის წევრს. „იქს ფაქტორამდე" ფილარმონიის სცენაზე არასდროს გამოვსულვარ. ახლა კი ამით ძალიან ბედნიერი ვარ. სცენაზე რომ ვდგები, თავბრუ მეხვევა, ფეხები მიკანკალებს და ხანდახან ვერც კი ვსუნთქავ, ისე მსიამოვნებს ხალხის აპლოდისმენტები", - აღნიშნა მაგდა ვასაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი