logo_geo
ლელა წურწუმია: ჩვენ მხოლოდ კონცერტზე ნამღერით მოგვიწევს შეფასება და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ!
- +

28 მაისი. 2017. 00:26


 

ზოგიერთი კონკურსანტი რეპეტიციაზე საოცრებებს აკეთებს, მაგრამ სცენაზე ნერვიულობა უშლის ხელს და ვერ გამოაქვს მაქსიმუმი", - განაცხადა მომღერალმა ლელა წურწუმიამ პროექტ „იქს ფაქტორის" შესახებ „პრაიმტაიმთან" საუბრისას.


ძალიან ძლიერი შემადგენლობა დარჩა. ვერ დავკონკრეტდები, ყველას აქვს გამარჯვების შანსი. ვერც წარმომიდგენია, რა იქნება ლაივკონცერტზე. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი კონკურსანტი რეპეტიციაზე საოცრებებს აკეთებს, მაგრამ სცენაზე ნერვიულობა უშლის ხელს და ვერ გამოაქვს მაქსიმუმი. ამიტომ, ჩვენ მხოლოდ კონცერტზე ნამღერით მოგვიწევს შეფასება და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ. ძლიერებიდან ყველაზე ძლიერი უნდა აირჩეს. ასე რომ, სიურპრიზები წინ არის, მაყურებლისთვისაც და ჩვენთვისაც",- აღნიშნა ლელა წურწუმიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი