logo_geo
ლელა წურწუმია: მატილდა გამარჯვების რეალური კანდიდატი არ ყოფილა!
- +

28 მაისი. 2017. 02:05


 

მე მატილდასნიჭიერში" უფრო ვხედავ, სახალხო მომღერალია, აუცილებლად გაიმარჯვებდა ამ პროექტში", - განაცხადა მომღერალმა ლელა წურწუმიამ  „იქს ფაქტორის" ერთ-ერთ მონაწილე, მაყურებლის ფავორიტ ლელა ჯავახიაზე (სასცენო სახელით, მატილდა ტატალია), რომელიც პროექტს ლელას გადაწყვეტილებით გამოეთიშა.


ვიცი, გამაკრიტიკებდნენ. ეს ჩემიპროფესიაა და მეუკეთ ვიცი. ამიტომაც ვზივარ ჟიურიში. მაშინ იჯდებოდა მაყურებელი. მატილდა კონკრეტული ჟანრისა და მიმდინარეობის მომღერალია. ვიცი, ის პირველად გამოვიდა სცენაზე ამხელა აუდიტორიის წინაშე და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ისეთ პერფომანსს აკეთებს ეს ადამიანი, როცა სცენაზე ჩნდება, ისეთ გარდასახვას ახდენს, ეს ისეთი საინტერესოა, დიდი სიამოვნებით წავიდოდი მის მოსასმენად. ხომ ნახეთ, ძლიერი ხმის მქონე რამდენი კონკურსანტი გვყავს. ჩემთვის, ჩემი გემოვნებისთვის, საუკეთესოა მატილდა. ინდივიდუალურია, გემოვნებიანია, კულტურულია, ლამაზად მღერის. მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კონკურსის ფორმატი. სხვადასხვა ტურში სხვადასხვა ჟანრის სიმღერა მოუწევდა, ვერ გავიმეტებდი გასაფუჭებლად. მატილდა პროექტს ვერ მოიგებდა. გამორიცხულია. მეც ვერ მოვირგებ ჟანრს, რომელიც ჩემი არ არის, არ მომწონს, არ მიხდება. ამით შეიძლება გავიფუჭო ჩემისაქმე. ამიტომ მგონია, რომ მე იმ მომენტში გავუშვი მატილდა პროექტიდან, როცა თავისი სათქმელი კარგად თქვა, ფაქტობრივად, თავისი შესაძლებლობების მწვერვალზე იდგა. მე ძლიერი ვოკალისტები მჭირდებოდა. წელს ძალიან ძლიერი ნაკადი მოვიდა. მათ მატილდა კონკურენციას ვერ გაუწევდა. ძალიან თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს. კულტურული ქალბატონია და სწორად გაიგო ყველაფერი. მერე როცა ამ თემაზე ვსაუბრობდით და ვხსნიდი მიზეზს, რის გამოც მატილდა პროექტიდან გავუშვი, ყველა დამეთანხმა. ვინ მაკრიტიკებს, ვერ ვხვდები. ამ მომენტში ეს მისი მაქსიმუმი იყო. მე მატილდასნიჭიერში" უფრო ვხედავ, სახალხო მომღერალია, აუცილებლად გაიმარჯვებდა ამ პროექტში. „იქს ფაქტორში" მატილდა გამარჯვების რეალური კანდიდატი არ ყოფილა. თავს ნუ მოიტყუებს ნურავინ. მატილდა ამ პროექტს ვერ მოიგებდა. ჩვენ არაერთხელ გვინახავს ეს პროექტი, სხვა ფორმატია. ბავშვებსაც არ უმართლებთ, სამწუხაროდ", - განაცხადა ლელა წურწუმიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი