logo_geo
ნინო ნადირაძე-კუზანოვა: ფარმან ჯეირანლის უხეშ და ცინიკურ დამოკიდებულებას პერსონალთან, მე ვაბალანსებდი...
- +

30 მაისი. 2017. 16:21


 

„ის 3 000 ლარი, რაც ჩემი ხელფასი იყო, არ მიღირდა იმ დავიდარაბად, რაც სამსახურში მქონდა. მაგრამ ვერ მივატოვებდი ხალხს, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი", - განაცხადა კლინიკა ლანცეტის" მთავარმა ექიმმა, კარდიოლოგმა ნინო ნადირაძე-კუზანოვამ ჟურნალ „თბილისელებთან"  კლინიკა „ლანცეტისა" და მის გენერალურ დირექტორ ფარმან ჯეირანლის შესახებ საუბრისას.


 „კლინიკა „ლანცეტის" მთავარი ექიმი, დირექტორის მოადგილე კლინიკურ დარგში - რვა თვის განმავლობაში ვიყავი. ფარმან ჯეირანლი ამ კლინიკის ერთ-ერთი მფლობელი და გენერალური დირექტორი გახლდათ. ჩემს კომპეტენციაში არ შედიოდა ორგანიზაციული საკითხები, ფინანსები. მე ძირითადად ურთიერთობა მქონდა კოლექტივთან, ჩემს კოლეგებთან. ჩვენ ერთად ბევრი რამ შევძელით. მე „გადაფარებული" ვიყავი ამ ხალხზე, რომლებიც ზოგჯერ თვეობით ვერ იღებდნენ ხელფასს. მათი პროფკავშირივით ვიყავი ფარმანთან, რომელიც სულ მიყენებდა ბრალდებას, რომ მე სტაფის მხარეზე ვიყავი და არა - კლინიკის ადმინისტრაციის. ვერაფრით გავაგებინე, რომ სანამ სტაფი და ადმინისტრაცია ერთი მხარე არ იქნებოდა, იქ საქმე ვერ გაკეთდებოდა. იმის მიუხედავად, რომ თვითონ გამოცდილი ექიმი იყო, ექიმის ინტერესებს საერთოდ არ იცავდა. მის უხეშ და ცინიკურ დამოკიდებულებას პერსონალთან, მე ვაბალანსებდი. ეს მიჯდებოდა დიდი ბრძოლის ფასად. ყოველ დილას ვამბობდი, რომ აღარ წავიდოდი სამსახურში. ის 3 000 ლარი, რაც ჩემი ხელფასი იყო, არ მიღირდა იმ დავიდარაბად, რაც სამსახურში მქონდა. მაგრამ, ვერ მივატოვებდი ხალხს, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი. მათ ფარმანის ხელში ვერ დავტოვებდი. უკვე მივხვდი, ის გახლდათ ადამიანი, ვისთვისაც სიტყვას ფასი არ ჰქონდა", - აღნიშნა ნინო ნადირაძე-კუზანოვამ. 


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი