logo_geo
მაიკო კაჭკაჭიშვილი: გაგიკვირდებათ და…
- +

1 ივნისი. 2017. 14:14


 

ამ სამშენებლო კომპანიასთან აქამდე არანაირი შეხება მქონია. ვიცნობ თეა აბაშმაძეს, რომელმაც ახლახან დაიწყო მუშაობა ამ კომპანიაში და ვფიქრობ თეასა და გუნდის ერთობლივი სურვილით გამიკეთეს ასეთი სიურპრიზი. მითხრეს, რომ თურმე ამას ვიმსახურებდი", - განაცხადა კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან" მის შემოქმედებით საღამოზე მოწყობილი სიურპრიზის შესახებ საუბრისას.


კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილის შემოქმედებით საღამოზე კომპოზიტორს პირდაპირ სცენაზე შეატყობინეს, რომ მას ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ სამოთახიანი ბინა გადასცა საჩუქრად.


ამ სამშენებლო კომპანიასთან აქამდე არანაირი შეხება მქონია. ვიცნობ თეა აბაშმაძეს, რომელმაც ახლახან დაიწყო მუშაობა ამ კომპანიაში და ვფიქრობ თეასა და გუნდის ერთობლივი სურვილით გამიკეთეს ასეთი სიურპრიზი. მითხრეს, რომ თურმე ამას ვიმსახურებდი. ჩემი ბინა დევს ბანკში. კაცმა არ იცის, როდის გამიშვებენ ამ ბინიდან. შავი კარკასი იყო, როცა ვიყიდე. მერე ბანკში ჩავდეთ, რომ სახლს დაგვემსგავსებინა. მერე დაიწყო აგვისტოს ომი, არავის აღარ ემღერებოდა და ჩემი შემოსავალიც გახდა ნული. ვალი ვეღარ გადავიხადე ბანკში. გაგიკვირდებათ და დღემდე არ გამოვუშვივარ თიბისი ბანკს" ბინიდან, როცა ამის სრული უფლება ჰქონდა. ჩემი ახალი ბინა მოსკოვის პროსპექტზე მდებარეობს, გარემონტებულია და დეკემბრის ბოლოს ჩამაბარებენ, როგორც მითხრეს...  ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი თეა აბაშმაძეს, კომპანიას ბილდინგ სოლუშენ 111", ანი როგავას, მაგდა ბერსენაძეს და ყველა იმ მომღერალს, ვინც გუშინ გვერდით მედგა", - აღნიშნა მაიკო კაჭკაჭიშვილმა.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი