logo_geo
მაგდა ვასაძე: ინტერნეტით გაიცნო სხვა ქალი და მასთან წავიდა…
- +

1 ივნისი. 2017. 14:15


 

 

წელიწად-ნახევარი ვცდილობდი, ოჯახი შეგვენარჩუნებინა. ეს არ ყოფილა აფექტური გადაწყვეტილება", - განაცხადა მომღერალმა მაგდა ვასაძემ გაზეთ „პრაიმტაიმთან" საუბრისას.


პირველი ქორწინებიდან 11 წლის ლუკა ყავს. ყოფილი მეუღლე საქართველოში არ იმყოფება. ტელეფონით კონტაქტობს ბავშვთან. ჩვენ გვყავს საერთო შვილი და მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება ისევ ჩვენს შვილს წაადგება. მისი ოჯახის წევრები დღემდე მგულშემატკივრობენ, ჩემს ნამღერს აზიარებენ სოციალურ ქსელში...
ოჯახის დანგრევის ძალიან ბევრი მიზეზი იყო. ერთ-ერთი მათ შორის იყო ის, რომ ინტერნეტით გაიცნო სხვა ქალი და მასთან წავიდა. დღემდე მასთან არის, უკრაინაში. რომ მითხრა, უნდა წავიდეო, სახლიდან წამოვედი. სამ დღეში თუ არ მოხვალ, ყველაფერი დამთავრდება-მეთქი, გავაფრთხილე... წელიწად-ნახევარი ვცდილობდი, ოჯახი შეგვენარჩუნებინა. ეს არ ყოფილა აფექტური გადაწყვეტილება. ვიცოდი, რომ სხვა ქალს სწერდა სხვა ქვეყანაში. ჩამოვიდოდა, მეუბნებოდა, დავრჩები, აღარ წავალო და ისევ გარბოდა. ბოლოს ამოვიდა ყელში ასეთი დამოკიდებულება და წერტილი დავუსვი",- აღნიშნა მაგდა ვასაძემ.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი