logo_geo
რამაზ საყვარელიძე: ყურადღების დეფიციტი ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის
- +

4 ივნისი. 2017. 13:34


 

„ოჯახებში მოიშალა მუშაობის კულტურა, რაც ადრე იყო, დაჯექი, იმეცადინე და როდესაც, მეორე მხრივ, თავად მშობელიც იჯდა და მუშაობდა. ძალიან ბევრ რამეს ბავშვი იგებს მიბაძვით და არა - მენტორული მითითებით", - განაცხადა ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ჟურნალ „თბილისელებთან"  საერთაშორისო კვლევის შედეგებზე საუბრისას, რომლის მიხედვით, 15 წლის ქართველმა მოზარდებმა წაკითხულის გააზრებაში 70 ქვეყანას შორის 62-ე ადგილი დაიკავეს.  დაწყებითი კლასის მოსწავლეებსაც ანალოგიური პრობლემა აქვთ.


„ეს გამოკვლევები საერთაშორისოა, ანუ არ არის საქართველოს შიდა კვლევა. შესაბამისად, მეთოდიკებიც და შედარების საფუძველიც, ასევე, საერთაშორისო დონეზე მზადდება და ჯამდება. კვლევის ამოცანაა, გამოიკვეთოს, ზოგადად, მსოფლიოში განათლების მიმართულებით არსებული პრობლემები. ეჭვი მაქვს, რომ არც ადრე ვყოფილვართ საშუალო დონეზე მაღლა, თუმცა ვვარაუდობ, უფრო მაღლა ვიდრე დღეს.

ყურადღების დეფიციტი ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის. მათ არ შეუძლიათ ერთ რამეზე ყურადღების კონცენტრირება და ეს არ არის მარტო ჩვენი პრობლემა. ეს ცხოვრების, სტილის, ეპოქის მახასიათებელია, ბევრ რამეს შეიძლება დავაბრალოთ. მე მგონია, ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ თვითონ ოჯახებში მოიშალა მუშაობის კულტურა, რაც ადრე იყო, დაჯექი, იმეცადინე და როდესაც, მეორე მხრივ, თავად მშობელიც იჯდა და მუშაობდა. ძალიან ბევრ რამეს ბავშვი იგებს მიბაძვით და არა - მენტორული მითითებით. ეს კულტურა ზოგადად ბევრგან მოიშალა და ძირითადად, იმიტომ, რომ მშობლები არ ერთვებიან აღზრდაში. ორივე მუშაობს ან ორივე ერთობა, თუ არ მუშაობს. ანუ ბავშვების მიმართ ყურადღება შემცირდა და აღზრდის სტანდარტებიც ნულოვანი ან მორყეულია. ბავშვისადმი დამოკიდებულება ასეთია: უნდა ავუსრულოთ სურვილები. თუ თამაში უნდა, ითამაშოს ან უნდა ვამუშაოთ 24 საათს.  ეს ორი უკიდურესობაა და დაჰყავთ იმდენ წრეზე, რომ ბავშვს არაფრის თავი არ აქვს. ეს ცალკეული ბავშვების ბედია მხოლოდ, მაგრამ  მთლიანობაში მაინც მგონია,  ბავშვის ინტელექტუალურსა და ფსიქოლოგიურ განვითარებას ნაკლები დრო ეთმობა, ვიდრე ეთმობოდა, თუნდაც, საბჭოთა დროს", - განმარტა რამაზ საყვარელიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი