logo_geo
ნანა კაკაბაძე: „ციანიდის საქმე“ საბოლოოდ ეკლესიის დისკრედიტაციით დამთავრდება!
- +

11 ივნისი. 2017. 13:54


 

„პატრიარქი დღეს უდიდესი დარტყმისა და ტკივილის ქვეშ იმყოფება, რადგან კარგად იცის, რომ თავის გარემოცვაში, თავის გაზრდილ სულიერ შვილებში მისი მკვლელები აღმოჩდნენ", - განაცხადა უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას.


„ვფიქრობ, „ციანიდის საქმე" საბოლოოდ ეკლესიის დისკრედიტაციით დამთავრდება და ეს ნაწილობრივ უკვე მოხდა კიდეც. დიახ, ამ საქმით ეკლესიამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო და მტრული ძალების ერთ-ერთი მთავარი ჩანაფიქრი სწორედ ეს იყო! პატრიარქს ფიზიკურად მოკლავდნენ თუ სულიერად, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. იგი დღეს უდიდესი დარტყმისა და ტკივილის ქვეშ იმყოფება, რადგან კარგად იცის, რომ თავის გარემოცვაში, თავის გაზრდილ სულიერ შვილებში მისი მკვლელები აღმოჩდნენ!" - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი