logo_geo
ეკა ჭკუასელი: „ერისიონი“ არ დაკარგავს საკუთარი ხელწერას და არასოდეს დაემსგავსება სხვას
- +

9 ივნისი. 2023. 11:00

 

 

ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი ქორეოგრაფი ეკა ჭკუასელი ახალი პროგრამის „ქართული საგანძურის“ ფარგლებში გამართულ ორდღიან თბილისურ კონცერტებს აფასებს და ამბობს, რომ ფილარმონიაში გამართულმა კონცერტებმა სრული ანშლაგით ჩაიარა. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მამა, ჯემალ ჭკუასელი იამაყებდა მისი და მისი ძმის, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის, შერმადინ ჭკუასელის განახლებული პროგრამით. 

 

„ფილარმონიაში გამართულ კონცერტებზე სიახლეები წარმოვადგინეთ არა მხოლოდ ცეკვის, არამედ სასიმღერო ნომრებშიც. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ის, რაც არასოდეს შეიცვლება ჩვენს რეპერტუარში, ეს ჩაკრულოა, რომლის ისტორიაც, დანიშნულებაცა და მნიშვნელობაც არამარტო ჩვენი ანსამბლისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის, ფასდაუდებელია. იყო კიდევ რამდენიმე ნომერი, რომელსაც მე და ჩემმა ძმამ, ერისიონის სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმადინ ჭკუასელმა ხელი არ ვახლეთ და მამას სახელის უკვდავსაყოფად დავტოვეთ პროგრამაში. მაყურებლის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია „ქართლ-კახურმა საზეიმომ“, რომელსაც შექმნის ძალიან საინტერესო ისტორია აქვს: ჯერ კიდევ 1885 წელს ჩამოყალიბდა სიმღერის გუნდი, 1889 წელს კი მათ შეუერთდათ მოცეკვავეთა ჯგუფი და სწორედ მათი საერთო ნომერი იყო „ცანგალა და გოგონა“. „ქართლ-კახურის“ ინსპირაცია სწორედ ეს უძველესი ნომერი გახდა. ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით ვუდგებით ყველა დეტალს, ყველა წვრილმანსაც კი, რადგან გვინდა „ერისიონმა“ არ დაკარგოს საკუთარი ხელწერა და არასოდეს არავის დაემსგავსოს. ეს პირველი ანსამბლია და იმსახურებს დარჩეს ინდივიდუალურად და უნიკალურად. ვცდილობთ არ მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს, მაგრამ XXI საუკუნესაც უნდა ავუწყოთ ფეხი... ვფიქრობ ჩვენ ამას წარმატებით გავართვით თავი. ვფიქრობ, მამა ტაშს დაგვიკრავდა და იამაყებდა ჩვენით“, - აცხადებს ეკა ჭკუასელი.

 

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=209465

 

big_banner
არქივი