logo_geo
ისრაელიდან დაბრუნებული იური მეჩითოვი: გასაოცარია, რომ ადამიანებმა შეძლეს, უდაბნოში აეშენებინათ წალკოტი
- +

11 ივნისი. 2023. 11:30

 

 

ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი იური მეჩითოვი სულ ახლახან დაბრუნდა ისრაელიდან და როგორც მოსალოდნელი იყო, უამრავი ახალი ფოტოსურათით შეავსო თავისი უნიკალური კოლექცია. როგორც მეჩითოვი „რეპორტიორთან“ ინტერვიუში აცხადებს, ისრაელში პირველად იმყოფებოდა და ამით დიდი ხნის ოცნება აისრულა.

 

„ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო ისრაელში წასვლა. ჩემმა მეგობარმა დიმა ბრიკმანმა, რომელიც შეყვარებულია საქართველოზე  და რომელიც წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს ჩვენს ქვეყანას, ამჯერად მასპინძლობა ითავა და დამპატიჟა ისრაელში. ის დამხვდა ჩვენს საერთო მეგობრებთან ერთად და მაჩვენა ყველა ის ისტორიული ადგილი, რომლის ნახვაც ასე გულით და სულით მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღეა უკვე დავბრუნდი საქართველოში, შთაბეჭდილებებიდან ვერ გამოვდივარ. საქართველოს უდავოდ გაცილებით უკეთესი პირობები აქვს ბუნების თვალსაზრისით, ვიდრე ისრაელს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით აგვეშენებინა ასეთი წარმატებული სახელმწიფო, როგორც ეს შეძლეს მათ. ადამიანებმა, რომლებიც ფაქტიურად უდაბნოში ცხოვრობენ, დიდი გარჯით, რუდუნებითა და ენერგიით ააშენეს ისეთი ქვეყანა, რომელიც სამაგალითოა არამარტო ჩვენთვის, არამედ მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. გასაოცარია, როცა ადამიანებმა შეძლეს უდაბნოში აეშენებინათ წალკოტი“, - აცხადებს მეჩითოვი.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=209593

 

 

 

big_banner
არქივი