logo_geo
იური მეჩითოვის ცნობილი ფოტოალბომის „მზერა ოთხმოციანებიდან“ მომდევნო ტომის გამოცემას იგეგმება
- +

11 ივნისი. 2023. 17:01

 

 

ფოტოგრაფი იური მეჩითოვი „რეპორტიორთან“ საკუთარ სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ცნობილი ფოტოალბომის „მზერა ოთხმოციანებიდან“ მომდევნო ტომის გამოცემას გეგმავს, რომელშიც 1988-1989 წლების ფოტოები შევა.

 

„80-იანი წლების ძალიან ბევრი უნიკალური ფოტო მაქვს გადაღებული. „მზერა 80-იანებიდან“ ორი ტომი უკვე გამოშვებული მაქვს. ერთი მათგანი მოიცავს 1980 – 1985 წლებს, მეორე კი, 1885-1987-ს. ახლა ვმუშაობ 1988-1989 წლებზე, ყველაზე რთულ და მძიმე წლებზე საქართველოს უახლეს ისტორიაში... 270 გვერდი იქნება წიგნში და შეიძლება ერთ ტომში არც კი ჩაეტიოს ამდენი ისტორიული კადრი. იმედია, წელს მოესწრება და დასრულდება ახალ ტომზე მუშაობა და სავარაუდოდ, ისევ გვერდში დამიდგება საქართველოს კულტურის სამინისტრო, რადგან პირველი ორი წიგნი, სწორედ მათი დახმარებით გამოიცა“, - აცხადებს იური მეჩითოვი.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=209580

 

 

 

big_banner
არქივი