logo_geo
გია აბაშიძე: გვარამია შეპყრობილია რევანშიზმის სურვილით და მის რევანშს პრეზიდენტმა ხელი შეუწყო
- +

2 ივლისი. 2023. 10:33

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე არ გამორიცხავს, ნიკა გვარამიას გათავისუფლება გარედან მართული პროცესი ყოფილიყო. მისი თქმით, ის ეთანხმება „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის შეფასებას, როცა მან თქვა, რომ ერთ აგენტს მეორე აგენტი შეაწყალებინესო.

 

„ამის ლეგიტიმური ეჭვი მას შემდეგ მეტად გამყარდა, რაც „ნაცების“ ლობისტმა, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა აღიარა, ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ ვიცოდითო. დაუკვირდით, რამხელა აბსურდთან გვაქვს საქმე - ევროპარლამენტარებმა, სხვა ქვეყნის ხელისუფლებამ ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რატომ ან საიდან უნდა იცოდნენ სხვა, სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტის შეწყალების აქტის განხორციელების თაობაზე?! სალომე ზურაბიშვილი ამ ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტი აღარაა, ის ამ ქვეყნის დე-ფაქტო პრეზიდენტად იქცა. გვარამიას შეწყალებით, მან ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის პირველი მუხლი დაარღვია, რომელსაც დეპოლარიზაცია ჰქვია. არ აქვს მნიშვნელობა, ნიკა გვარამია ტელევიზიაში დარჩება თუ პოლიტიკაში წავა, ის შეპყრობილია რევანშიზმის სურვილით და მის რევანშს ქალბატონმა პრეზიდენტმა ხელი შეუწყო“, - აცხადებს აბაშიძე „რეპორტიორთან“ ინტერვიუში.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=210838

 

 

big_banner
არქივი