logo_geo
გია აბაშიძე: სააკაშვილის შეწყალებას ზურაბიშვილი ჯერჯერობით არ აპირებს
- +

2 ივლისი. 2023. 15:34

 

 

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ის ამ ეტაპისთვის არ ელოდება. მისი თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, განსაკუთრებით, მისი ბოლო წლების არაადეკვატური ქმედებებისა და განცხადებების ფონზე.

 

„სალომე ზურაბიშვილმა გვარამია შეიწყალა მაშინვე, როგორც კი, მისმა საქმემ სამივე ინსტანციის სასამართლო მოიარა. რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალებას, ამას ზურაბიშვილი ჯერჯერობით არ აპირებს და მან ეს თავადვე ახსნა, როცა ფრანგულ მედიას განუცხადა, რომ სააკაშვილი მსჯავრდებულია, მაგრამ მის წინააღმდეგ გამოძიება სხვა საქმეებზეც მიმდინარეობსო. სწორედ ამიტომ, იმედია, სააკაშვილის სხვა პროცესები არ დასრულდება მანამ, სანამ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა არ ამოეწურება. თუ რატომ დგამს ასეთ ნაბიჯებს საქართველოს პრეზიდენტი, ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი მუსირებს, მათ შორის ის, რომ ზურაბიშვილს ეს ყოველივე, აშშ-ში მისი შვილების კარიერული წინსვლისთვის სჭირდება. ასევე არსებობს  ვარაუდი, რომ როცა მას ამოეწურება პრეზიდენტობის ვადა, უკვე როგორც საფრანგეთის მოქალაქე, კარიერას გააგრძელებს ევროპულ სტრუქტურებში, ეუთო-ში ან გაერო-ში“, - აცხადებს აბაშიძე „რეპორტიორთან“ ინტერვიუში.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=210838

 

 

big_banner
არქივი