logo_geo
აჩი არველაძე: არაა გამორიცხული, ევროპული გუნდების სიაში ახალი ქართულ გვარებიც ვიხილოთ
- +

3 ივლისი. 2023. 09:43

 

 

ვეტერანი ფეხბურთელი აჩი არველაძე არ გამორიცხავს, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ევროპული გუნდების სიაში, ახალი ქართულ გვარებიც ვიხილოთ. როგორც არველაძე „რეპორტიორთან“ ინტერვიუში აცხადებს, ახლა ქართველ ახალგაზრდებს ძალიან კარგი შანსი აქვთ, უცხოური კლუბების ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

 

„ახლა ამისთვის მართლაც ძალიან კარგი დროა, რადგან ძალიან დიდი ყურადღებაა ჩვენკენ მომართული. ევროპის ამ ჩემპიონატს დიდი გამოხმაურება მოჰყვება და ახალგაზრდული ნაკრებიდან, სავარაუდოდ, მინიმუმ კიდევ ორი-სამი ახალგაზრდა წავა უცხოეთში. თუმცა, მინდა, რომ ყველა მათგანს ახსოვდეს, რომ უცხოეთში წასვლა ერთია, იქ თამაში და თავის დამკვიდრება - მეორე. აი, მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას რომ არ ეშრომა და ცუდად ეთამაშა, ასეთი მნიშვნელობის ფეხბურთელად ვერ იქცეოდა. ახლა ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფეხბურთელების თამაში, რომლებიც საზღვარგარეთ ასპარეზობენ, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ამინდს და აჩენენ საქართველოსადმი იმ ინტერესს, რა ინტერესიც დღესაა ჩვენი ქვეყნის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენკენაა მომართული, რადგან შეიძლება, აქ კიდევ იპოვონ მეორე კვარაცხელია და მეორე მიქაუტაძე, მეორე დავითაშვილი და მეორე მამარდაშვილი და ეს შანსი ყველა ახალგაზრდას შეუძლია გამოიყენოს“, - აცხადებს აჩი არველაძე.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=210855

 

 

big_banner
არქივი