logo_geo
აჩი არველაძე: დასწრების თვალსაზრისით, ასეთი 21 წლამდელთა ჩემპიონატი ევროპის ჩემპიონატების ისტორიას არ ახსოვს
- +

3 ივლისი. 2023. 15:43

 

 

„დასწრების თვალსაზრისით, ასეთი 21 წლამდელთა ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატების ისტორიას არ ახსოვს“, - ასე გამოეხმაურა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი არჩილ არველაძე საქართველოში ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობას. როგორც არველაძე „რეპორტიორთან“ ინტერვიუში აცხადებს, ამას უეფა ძალიან კარგად შეაფასებს და დააფასებს და იმედს გამოთქვამს, რომ შემდეგშიც მოგვეცემა შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ ასეთი მაღალი დონის საფეხბურთო ტურნირებს.

 

„რა თქმა უნდა, ამ ყოველივეში უმნიშვნელოვანესი იყო სახელმწიფოს როლიც, იმიტომ, რომ დაიხარჯა კოლოსალური თანხები და ზუსტად ამის შედეგია ის, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ასეთ მაღალ დონეზე ჩატარდა. ასეა დღევანდელ ფეხბურთში, თუ არ გაქვს მაღალი დონის სტადიონები, ფეხბურთელებს კი, არ აქვთ სავარჯიშო პირობები, ამ რანგის ჩემპიონატს არც არავინ ჩაგატარებინებს. როგორც კი გადაწყდა ევროპის ჩემპიონატის  საქართველოში ჩატარება, სახელმწიფომ აღნიშნული ღონისძიების მაღალ დონეზე ჩასატარებლად თანხები არ დაიშურა. ბოლოს და ბოლოს, რაც გაკეთდა, ჩვენს ქვეყანას დარჩება და ჩვენს მომავალ საფეხბურთო თაობებს გამოადგება. იმედია, ახლა არ დაველოდებით შემდეგ მასშტაბურ ტურნირს და ყოველწლიურად, ცოტ-ცოტა თანხები ისევ იქნება გამოყოფილი, რათა არსებული შევინარჩუნოთ და მივამატოთ კიდეც თითო-ოროლა სტადიონი. რაც შეეხება მომავალი ტურნირების მასპინძლობის საკითხს, რატომაც არა?! ჩვენ მზად უნდა ვიყოთ კიდევ უფრო დიდი ტურნირების ჩასატარებლადაც და იმედია, ერთ დღეს, დიდების ევროპის ჩემპიონატის ერთი ქვეჯგუფის მატჩები მაინც ჩატარდება საქართველოში. ვატყობ, ამის სურვილი არსებობს და ფეხბურთის ფედერაციამ, ალბათ, უკეთ იცის, კიდევ სად რისი გაკეთება იქნება საჭირო. რაც მეტი გაკეთდება, მით მეტად წაადგება ქართული ფეხბურთის აღზევების საქმეში!“ - აცხადებს არჩილ არველაძე.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=210855

 

 

big_banner
არქივი